სიახლეები

7 Views
პოლიტიკა

ქართული პოლიტიკური სპექტაკლის ოპოზიციური გუნდი მრავალფეროვანია

 არიან ჯამბაზები და ისინი, ვინც სერიოზულ როლს თამაშობენ, „პრაგმატულიმსახიობები და ორიგინალები, ზოგი თავისით მიგორავს, სადაც სხვები მიგორავენ, ზოგს კი ამისთვის რეჟისორის მცირედი მითითებები სჭირდება, ხოლო ნაწილს იმპროვიზაციისაც არ ეშინია. ამიტომ მედიის მენეჯერებს ყოველთვის დიდი არჩევანი აქვთ, თუ რამდენი ჯამბაზი და რამდენი სერიოზული როლის მოთამაშე დასვან ეთერში, კლოუნადისკენ წაიყვანონ გადაცემა, თუ დისკუსიის იმიტაცია შექმნან. ნორმალურ გარემოში, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეიძლება გართობის წყაროდაც კი ქცეულიყო, მაგრამ სანამ მსახიობები და მათი სცენარისტები ცდილობენ თავიანთი უნიჭო, უკვე ტრაგიკომედიად ქცეული სპექტაკლი პოლიტიკის კეთების ერთადერთ და სერიოზულ გზად წარმოაჩინონ და სანამ ადამიანებს მათი სჯერათ, ნამდვილი პოლიტიკა პერიფერიაში დარჩება, პოლიტიკოსები უცნაურ უმცირესობად იქნებიან აღქმული, ხოლო პოლიტიკური პროცესი იგივე ჭაობში დარჩება, რომელშიც უკვე წლებია რაც იმყოფება.

იხ. სტატია ფეისბუქზე.

კომენტარები