სიახლეები

199 Views
ეკონომიკა

ინფლაცია და ეროვნული ბანკის ცინიზმი

დათვლილი ინფლაცია (12.8% რომ იყო) და ზოგადად ფასების ზრდა ერთი და იგივე არ არის. როცა ამბობენ "ინფლაცია 12.8% იყო" ეს ნიშნავს, რომ პროდუქტებისა და სერვისების გარკვეულ ნაწილზე ფასები საშუალოდ 12.8%-ით გაიზარდა

თუ ინფლაცია სწორად ითვლება, ის საკმაოდ კარგად ასახავს ფასების ცვლილების ზოგად ტრენდს, თუმცა იმიტომ რომ ათასობით პროდუქტისა და სერვისის ფასები ინფლაციის ინდექსში საერთოდ არ შედის, კონკრეტული დროის მონაკვეთში დათვლილი ინფლაცია და ეკონომიკაში ფასების ცვლილება შეიძლება სრულიად არ ემთხვეოდეს ერთმანეთს

ამ გარემოებას ეროვნული ბანკი საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით ხშირად იყენებს, როცა ცდილობს პასუხისმგებლობა მოიხსნას ფასების ზრდაზე

ფულის ემისია ყოველთვის იწვევს ფასების ზრდას, მაგრამ ეს ზრდა შეიძლება არ ჩანდეს ინფლაციის დათვლისას. მაგალითად, ევროპის ცენტრალური ბანკი პანდემიის შემდეგ, რათა საბანკო სისტემა დაიცვას, უპრეცედენტო რაოდენობით ბეჭდავს ევროს, თუმცა ინფლაციაზე ეს იგივე მასშტაბით არ აისახება, რადგან ახალი ევრო ისეთ სექტორებში მიდის, რომლის ფასები ინფლაციის დათვლისას არ გამოიყენება ან გამოიყენება ძალიან შეზღუდული ფორმით

მაგალითად, უძრავი ქონების ფასები გერმანიაში ერთი წლის მანძილზე 10.7% გაიზარდა. ანუ დამატებითი ფული ამ შემთხვევაში ბინების და სახლების ყიდვას მოხმარდა, იქ ფასები გაიზარდა, მაგრამ დათვლილი ინფლაცია შედარებით დაბალ დონეზე დარჩა. იგივე ეფექტი ფიქსირება, როცა დამატებითი ფული ფინანსურ ბაზრებზე მიდის ან სხვა ქვეყნების რეზერვებში (ევროსა და დოლარის შემთხვევაში). ამრიგად, როცა ემისია იზრდება, საერთოდ არ ნიშნავს, რომ დათვლილი ინფლაცია იგივე პროპორციით უნდა გაიზარდოს.

თუმცა, იმიტომ რომ ჩვენ არც განვითარებული საფინანსო ბაზრები გვაქვს და არც ჩვენი ლარი ჭირდება ვინმეს ამ სამყაროში, ჩვენთან ფულის ბეჭდვა და ფასების ზრდა უფრო ნათლად ჩანს, ვიდრე აშშ-სა და ევროზონაში, თუნდაც იმიტომ, რომახალიდოლარისა და ევროს დიდი ნაწილი სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, ცენტრალური ბანკების რეზერვებში რჩება და ეკონომიკაში არ გამოდის - ლარი კი, პირდაპირ ჩვენ ეკონომიკაში მიდის, და მალევე იწვევს პროდუქტების ფასების ცვლილებას.

ეს გარემოება გამოიყენება ეროვნული ბანკის მმართველების მხრიდან, რათა ფასების ზრდაზე თავისი პასუხისმგებლობა დამალონ. აშშ-სა და ევროზონის მაგალითებით ისინი ცდილობენ დააჯერონ ადამიანები, რომ ფულის ბეჭდვა ფასების ზრდას არ იწვევს და ჩვენი ინფლაციაშოკების და შოკუნიებისდა არა ეროვნული ბანკის ქმედებების შედეგია. არადა, ეს რომ დაამტკიცონ, კი გვეყოლება ნობელის ლაურეატი ეკონომიკაში.

თუმცა, რეალურად, ამგვარი "არგუმენტები" ჩვენი ბიუროკრატების ცინიზმისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მეთოდების რიგითი მაგალითია, და ამიტომ ეროვნული ბანკის მმართველები ყველანაირად გაურბიან კრიტიკულ დისკუსიას და დებატებს და მხოლოდ იქ საუბრობენ, სადაც ჩამჭრელი კითხვებისგან არიან დაცული.

upd. გრაფიკზე საბითუმო ფასების ინდექსია, რომელიც 12.3% გაიზარდა, რაც რეკორდია 1974 წლის შემდეგ. ანუ ამ შემთხვევაში, B2B ვაჭრობაში ფასები იზრდება, თუმცა ჯერ მომხმარებლამდე ეს ფასების ზრდა არ მივიდა, ანუ ინფლაციის ინდექსში არ აისახა (აგვისტოს მონაცემებით, 3.9%).

იხ. სტატია ფეისბუქზე.

კომენტარები