გირჩის პორტალის სტატისტიკის გაცნობა

განვაგრძობთ გირჩის პორტალის სტატისტიკის გაცნობას.

პორტალზე, რეგისტრაციების გაშვების დღიდან დღემდე, 2134 ადამიანია რეგისტრირებული. გირჩის პარტნიორებისთვის, საიტზე, ჯამში 107 783 173 GeD (Georgian Dollar) არის ატვირთული.

გირჩის პარტნიორებს გამომუშავებული GeD-ებით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკოსების რეიტინგის შედგენასა და პარტიის მართვაში.  

პარტნიორებს, გამომუშავებული GeD-ების დაახლოებით 69% პოლიტიკოსების რეიტინგის შესადგენად აქვთ გადანაწილებული. 

გირჩის პარტნიორების მიერ შედგენილი პოლიტიკოსების ათეული ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

გირჩის პარტნიორების მიერ შედგენილი რეიტინგი

გირჩის პოლიტიკოსების სრული სია.

საიტის გაშვებიდან (ივნისი) დღემდე, პორტალზე ჯამში 195 044 მომხმარებელი შემოვიდა.
1-ლიდან 29 სექტემბრამდე საიტს 78 647 მომხმარებელი ესტუმრა, რაც წინა თვის იგივე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 121%-ით მეტია. აქედან 62% ახალი ვიზიტორია.

წინა თვესთან შედარებით, მომატებულია google search-დან გადმოსული ვიზიტორების რაოდენობაც.

შეგახსნებთ, რომ გირჩის პორტალი 2019 წლის ივნისში გაეშვა. პორტალი ახალი ამბების სააგენტოსა და პარტიის მართვის მექანიზმს მოიცავს.

 

აგვისტოში პორტალზე გაეშვა პარტიისა და პოლიტიკოსების დაფინანსების გვერდი, საიდანაც სისტემაში შესულ მომხმარებლებს შეუძლიათ დააფინანსონ როგორც პროექტი, ასევე კონკრეტული პოლიტიკოსი. ამ ფორმით გაკეთებული დაფინანსების შემდეგ მათ ავტომატურად ერიცხებათ შესაბამისი რაოდენობის გირჩის ციფრული ვალუტა GeD და ხდებიან გირჩის პარტნიორები.

თუ გინდათ მიიღოთ მონაწილეობა პარტიის მართვაში ან პოლიტიკოსების რეიტინგის შედგენაში, გაიარეთ ავტორიზაცია პორტალზე,დააფინანსეთ გირჩი, გახდით პარტნიორი და მიიღეთ GeD-ები.



კომენტარები