სიახლეები

97 Views

დღეს პარლამენტში სასამართლოს თემაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა

დღევანდელ გადაცემაში, „გირჩი პარლამენტში“, იაგო ხვიჩიამ და ჰერმან საბომ ევროკავშირის რეკომენდაციების 12-პუნქტიან გეგმაზე ისაუბრეს.

სპეციალურად ამ საკითხების შესასრულებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა 13 ივლისს ჩატარდა, რომელზეც მე-11 პუნქტი (სასამართლო სისტემა) განიხილეს. ამ შეხვედრას ოპოზიციის დიდი ნაწილიც ესწრებოდა.

ევროკავშირმა გასცა რეკომენდაცია, რომ ქართულ სასამართლოს, გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები გამოეყენებინა.

ამ პუნქტების შესრულებით ჩვენი სასამართლო არ შეიცვლება — ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც ახლა. უბრალოდ, მოსამართლეებს გადაიყვანენ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების კითხვაზე, იქნებ, რამე ისწავლონ.

ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნება თავისთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს ევროსასამართლოს პრეცედენტებით დაასაბუთებს.

                                                                                                                                                                                 - განაცხადა იაგომ.

მისივე თქმით, თავისი შინაარსით, ეს პუნქტი ისედაც სრულდება პრაქტიკაში რიგი გადაწყვეტილებების მიღებისას. ახლა ქართულ ოცნებას, ოპოზიციის ჩართულობით, ამ პუნქტის ტექნიკურად უკეთესად შესრულება სურს.

ამ პროცესით ჩვენ, შეიძლება, დეპოლარიზაციასა და ბარიერის დაწევას მივაღწიოთ, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერ მივაღწევთ.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, ახლა პრიორიტეტულია ორივე მხარე მთავარ საკითხზე, დეპოლარიზაციაზე, კონცენტრირდეს, რადგან ყველამ იცის, რომ ეს ქვეყნის მთავარი პრობლემაა, რომელიც 5%-იანი ბარიერით, სააკაშვილის ციხეში ჯდომით, თუ სხვადასხვა არასწორი განცხადებით კიდევ უფრო იზრდება.

                                                                                                                                                           ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

კომენტარები