სიახლეები

18 Views
პოლიტიკა

ჩვენი ქვეყანა სიძულვილით იმართება

საბჭოთა კავშირს სიძულვილით ვტოვებდით - კომუნისტების, რუსების, სუკის სიძულვილით. ზუსტად რასვებრძოდით კარგად გააზრებული არ გვქონდა, ამიტომ საბჭოთა მმართველობის სისტემა თითქმის ზუსტადგავიმეორეთ. დასავლეთი მოგვწონდა, მაგრამ არ გვესმოდა, თუ რა მოგვწონდა მასში. დღემდედასავლეთის გარეგნული დეტალების კოპირებით ვართ დაკავებული იმის ნაცვლად, რომ მართლადასავლური საზოგადოება ავაწყოთ. ამის გამო, არც დასავლეთისკენ წავსულვართ და კვლავ სიძულვილშივრჩებით.

ზვიად გამსახურდიას მმართველობა მოღალატეების, სუკის აგენტების და ოსების მიმართ სიძულვილზეიდგა, და ის გამსახურდიას მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანებმა დაასრულეს. ზვიადისტებისა და ანტი-ზვიადისტების შორის სიძულვილი იმდენად დიდი იყო, რომ რამდენიმე წელი და ორი სამოქალაქო ომიდაგვჭირდა, რომ მტერი დაგვემარცხებინა. რა თქმა უნდა, მტერი არ იყო რეალური და თუკი ვინმედამარცხდა ამ ომში, ისევ ჩვენ. თუმცა, ეს არავის აინტერესებდა.

ედუარდ შევარდნაძეც სიძულვილზე იდგა, ზვიადისტების, რუსების, აფხაზების, მხედრიონელებისმოგვიანებით, შევარდნაძის მიმართ სიძულვილით სავსე ხალხმა მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა ქვეყნისმმართველობაში.

კორუფციონერები, ქურდები, მოღალატეები და კვლავ, რა თქმა უნდა, რუსების გვძულდა მანამ, სანამ თავადმიშა არ შესძულდა ხალხს და ის ბიძინათი არ ჩავანაცვლეთ.

ახლა მიშას სიძულვილზე დგას ოცნება და პირიქით, ბიძინას მიმართ სიძულვილის იმედადაა მიშა.

მთელი ჩვენი პოლიტიკა დაიწყო სიძულვილით და დღემდე სიძულვილით იკვებება, ამიტომ, არცპოლიტიკოსებმა იციან ძალაუფლებისთვის ბრძოლის სხვა გზა, და არც ამომრჩეველს უნახავსალტერნატივა. უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, ალტერნატივები კი ჩნდება, მაგრამ სიძულვილით სავსეადამიანს ბრძოლა აინტერესებს და არა განათლების რეფორმაზე მშვიდი საუბარი.

ამ გადმოსახედიდან, სავსებით ლოგიკურია ქოცების ყველა მცდელობა, როგორმე ნაცებთანთანამშრომლობას აარიდონ თავი. უკრაინაში ომის ფონზეც კი. თუ ბიძინა ნაცების მიმართ სიძულვილსშეაჩერებს, მთელი მისი ძალაუფლების სისტემა, რომელიც მიშასთან ბრძოლაზე დგას, ჩამოინგრევა. ვერცმიშა გახდება კონსტრუქციული და ვერ ეტყვის თავის ტელევიზიებს - იქნებ ომის დროს მაინც შეაჩერონოცნების ლანძღვა-გინება, რადგან ასეთ შემთხვევაში, მიშას მთელი ავტორიტეტი, რომელიც ბიძინასმიმართ სიძულვილზე დგას, გაქრება. როგორც პიროვნება, მიშა და ბიძინა არავის უყვარს, მაგრამპოლიტიკას ჩვენ ქვეყანაში ისინი მართავენ, რადგან ჩვენი მოსახლეობის სიძულვილის სიმბოლოები არიან.

ამ გადმოსახედიდან, რუსეთის მიმართ დამოკიდებულება და უკრაინაში ომის შიდაპოლიტიკურიმიზნებისთვის გამოყენებაც სავსებით ლოგიკურად გამოიყურება.

რუსეთი რომ ჩვენი მტერია, საბჭოთა კავშირის დროსაც ვიცოდით. შემდგომში კი რუსეთის მთავრობამტრადიციულად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მთავარი მტრის სტატუსი თაობების მეხსიერებაშიშეენარჩუნებინა. ასე რომ, აქ რუსეთი არ უყვართ. შეიძლება ზუსტად არ გვესმის, თუ რა არ გვიყვარს, მაგრამის, რომ რუსეთი არ გვიყვარს, ყველასთვის ნათელია.

ადამიანებისთვის ასეთი გარე მტრისადმი სიძულვილი, ნებისმიერი შიდა მტრის მიმართ სიძულვილზეუფრო ძლიერია. ამიტომ, თუკი ძალაუფლების მოპოვება გსურს, ოპონენტს რუსეთის აგენტობა უნდა მიაწებოდა მოსახლეობა თვითონ მოიშორებს მოღალატეს და შენ გმირის სტატუსით იგივე, რუსულიმმართველობითი სისტემის თავში დაგსვამს.

თუმცა, ეს ყველა პოლიტიკოსისთვის ცნობილია. ამიტომაა, რომ ქოცები ნაცებს რუსეთუმეობას არანაკლებიაქტივობით ტენიან, ვიდრე ნაცები ქოცებს. მათი მედია და პოლიტიკური რესურსი მხოლოდ რუსეთისმიმართ სიძულვილით გაჯერებულ ურთიერთსიძულვილის პოლიტიკის გატარებაზეა მორგეული. გადაწყვეტილებები კი შიშზე დგას, რომ სიძულვილის ტემპერატურის ოდნავ დაწევაც კი შენივემხარდამჭერების შენდამი აგრესიას წარმოშობს.

ცხადია, ასეთ ემოციურ ფონზე, ლოგიკურ არგუმენტს თუ დისკუსიას აზრი არ გააჩნია. როცა ორი ადამიანიერთმანეთს მტრად აცხადებს და ჩხუბობს, მესამეს მცდელობა - მოდით, ეროვნულ ბანკზე ვილაპარაკოთარაადეკვატური გამოდის.

თუ პრობლემის სწრაფად მოგვარება გვსურს, ემოციურ არგუმენტს მხოლოდ ემოციური კონტრარგუმენტიუშველის. მაგალითად, რელიგიური ღირებულებები და ღმერთის მიმართ სიყვარული. თუმცა, ამას ძლიერიეკლესია სჭირდება, რომელიც მორალური ავტორიტეტის როლში, ამ სიძულვილზე მაღლდა დადგება. ისე, როგორც ეს ებრაელებმა შეძლეს, ან ზოგჯერ რომის პაპს გამოსდიოდა. თუმცა ჩვენსაბჭოთაკავშირგამოვლილებმა ეს ინსტიტუცია ვერ აღვადგინეთ.

თეორიულად, შეიძლება შვილების მიმართ სიყვარული ამღოჩნდეს საკმარისად ძლიერი, მაგრამ ჩვენშვილებსაც იგივე სიძულვილში ვზრდით და ჩვენ ბრძოლაში მათ ჩართვაზე უფრო ვზრუნავთ, ვიდრე ამბრძოლის მათი ხათრით დასრულებაზე.

სხვა სიტყვებით, ასეთი სიძულვილის დასაძლევად საკმარისი დადებითი ემოციების წყარო ჩვენ, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია.

შეიძლება, როგორც ანეკდოტშია, ამერიკას ომი გამოვუცხადოთ და დავნებდეთ, რათა ცივილიზებულიქვეყნის ოკუპაციის პირობებში ცივილიზაციისკენ გადავდგათ ნაბიჯი (როგორც ეს ინგლისის კოლონიებისდიდმა ნაწილმა შეძლო), თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ინგლისს თუ ამერიკას ვჭირდებოდეთ. ხოლო, ამ კუთხით მეზობლებში, ძალიან არ გაგვიმართლა და არც არავინაა ისეთი, რომ მისი ოდნავ მაინცშეგვშურდეს.

ამრიგად, მარტივად ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემის გადაჭრასაერთოდ შეუძლებელია. არის ერთი აქტივობა, რომელიც უკიდურესად მომგებიანია მატერიალური კუთხითდა ამავდროულად, სიძულვილთან თავსებადი არ არის. ესაა ვაჭრობა. მაშინ, როცა ადამიანები ვაჭრობენ, ჩხუბი მათ შორის ნაკლებად მოსალოდნელია, ხოლო ხანგძლივი ვაჭრობის შემდეგ მათი კეთილდღეობა დაურთიერთდამოკიდებულება ისე იზრდება, რომ ნებისმიერი დაპირისპირების ფასი მიუღებლად დიდიხდება. ამავდროულად, ვაჭრობა იმ ადამიანებსაც შეუძლიათ, ვინც თავდაპირველად ერთმანეთის მიმართნეგატიურად არიან განწყობილნი და ურთიერთნდობის დეფიციტს განიცდიან, რადგან ეს ყველაფერივაჭრობის გააქტიურების შემდეგ თავისით გაჩნდება.

ჩვენი სამყარო ისეა აწყობილი, რომ ვაჭრობა გამდიდრების და მშვიდობის მთავარი წყაროა. სწორედამიტომ, თანამედროვე ცივილიზაცია ვაჭრობის შედეგია და არა მმართველების სიბრძნის თუ მათ მიერწამოწყებული ომების. ის, რაც ჩვენ დასავლეთში მოგვწონს - კერძო საკუთრება, სასამართლო, განათლებისსისტემა თუ ცხოვრებს მაღალი დონე, ყველაფერი - ვაჭრობის შედეგია. ოღონდ ჩვენ ეს არ გვესმის, რადგანრამდენიმე თაობა ტვინში გვტენიდნენ, რომ ვაჭრობა ცუდია, ხოლო თვითონ სიტყვა ვაჭარს იმდენადუარყოფითი ელფერი აქვს, რომ იშვიათად თუ ვინმე თავს ვაჭარს უწოდებს.

ვაჭრობის მნიშვნელობა რომ არ გვესმის, მთელი ჩვენი თანამედროვე ისტორია ამ ვაჭრობას ვებრძვით - გადასახადებით, იმპორტის ტარიფებით, რეგულაციებით და ზოგჯერ პირდაპირი აკრძალვითაც კი, როგორცეს, მაგალითად, თბილისში გარევაჭრობის შემთხვევაში ხდება. შედეგად ვართ ღარიბები, გაბრაზებულებიდა მტრისგან ჩაგრულები.

შეიძლება, ეს არ არის სწრაფი და მარტივი გზა, მაგრამ თუ სიძულვილის და უპერსპექტივობის დასრულებაგვსურს, ვაჭრობით უნდა დავკავდეთ. მოვხსნათ ქალაქში ვაჭრობის აკრძალვა, გავხსნათ საზღვრები, შევამციროთ რეგულაციები და ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი გადასახადები (თუნდაც სხვაგადასახადების ზრდის ხარჯზე), გავხდეთ ვაჭართა ქვეყანა! თუ ამას შევძლებთ, ჩვენი სიძულვილისპერიოდი ისტორიის ტრაგი-კომიკურ ნაწილად დარჩება, რომლის სწავლა მომავალ თაობებს არასდროსეყვარება, რადგან წინაპრების სისულელის სწავლა არასდროს განიჭებს სიამოვნებას.

დიდება ვაჭრობას!

დიდება ვაჭარს!

იხ. სტატია ფეისბუქზე.

კომენტარები