27 აგვ 2019
370 Views
ეკონომიკა

ხაზარაძე: ივანიშვილს ტელედებატებს ვთავაზობ

ვთავაზობ, ბიძინა ივანიშვილს, მობრძანდეს ტელევიზიაში. შესაძლოა ეს იყოს მაგალითად იმედი და ვისაუბროთ ღიად. ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა გამჭვირვალობის გზას დაადგეს

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ხაზარაძემ ბრიფინგი „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთ დამფუძნებელთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ჩაატარა. ისაუბრეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების დაყადაღების შესახებ გაგზავნილ მოთხოვნასთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ სახელმწიფო მის ინსტიტუტებს პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის იყენებს.

ჯაფარიძემ და ხაზარაძემ ისაუბრეს ანაკლიის პორტი შესახებაც, მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პროექტში საკონტროლი პაკეტი არ ექნებათ, რათა მათი სახელებისა და ანაკლიის პერსონიფიცირება არ მოხდეს. 

ჩვენ ჩავეხსენით ანაკლიას და დავრჩით, როგორც დამფინანსებლები, თუმცა დღეიდან მოგეხსენებათ, რომ ესეც დაკეტეს. ამიტომ, რადგან საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა და მე ჩემი გუნდის ნებისმიერ ნაბიჯზე პასუხისმგებელი ვარ. თითოეულ ციფრზე, თითოეულ გადარიცხვასა და თითოეულ კონტრაქტზე, რაზეც ჩვენ ხელი მოგვიწერია, პასუხისმგებელი ვარ.

 - განაცხადა ხაზარაძემ ბრიფინგზე



კომენტარები