სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი: როდესაც ნიკა გვარამია "რუსთავი ორში" მივიდა, დიდი ბუნტი ატყდა

"როდესაც ნიკა გვარამია "რუსთავი ორში" მივიდა, ძალიან დიდი ბუნტი ატყდა, პროკურორის პოზიციიდან რომ იქ გადავიდა, მთელი ტელევიზია უნდობობით უყურებდა" - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ვახო მეგრელიშვილის გადაცემაში, "თავისუფალი ბაზარი" განაცხადა.

მახსოვს, შეხვედრები იმართებოდა, სათითაოდ ყველას ხვდებოდა. მე რომ "რუსთავი ორში" მივედი, ნიკა უკვე მისული იყო, თუმცა მას მაინც უყურებდნენ როგორც ყოფილ პროკურორს. არ არსებობს მის პოზიტივში არ ჩავთვალო ის რომ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ტელეკომპანია "რუსთავი ორის" თანამშრომლებს ეგრძნოთ, რომ ისინი აკეთებენ იმას, რაც სჯერათ და რაც უნდათ.

კომენტარები