27 აგვ 2019
23 Views
გირჩის აზრით

გირჩის აზრით - 27.08.19

📍შსს ქრთამის აღების სტატისტიკას აქვეყნებს;

უწყების ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში ქრთამის აღების 40 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის 43%-ით მეტია. 
ამასთან, საანგარიშო პერიოდში 20%-ით გაზრდილია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები და იანვარ-ივნისში 42 ერთეულ შემთხვევას აღწევს. 

იანვარ-ივნისში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია სამსახურეობრივი გულგრილობისა (-2.9%) და სამსახურეობრივი სიყალბის (-15%) შემთხვევები. 
საერთო ჯამში სამოხელეო დანაშაულის ფაქტები კი 15.8%-ით შემცირდა.
 

📍კობერიძე: პრემიერი ფაქტობრივად გამოცვლილია;

"დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრი ფაქტობრივად გამოცვლილია და მისი შემცვლელის არჩევის პროცესი კულუარულად იმართება.

📍აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები და გერმანიის საელჩოს განცხადება.



კომენტარები