სიახლეები

71 Views
პოლიტიკა

დიღმელაშვილი: "ფორსაჟის" გადაღებები აქციის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის

"ფორსაჟის" გადაღებები აქციის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფარგლებში არსებული გადაცემის #სირცხვილია წამყვანმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, აქციის საორგანიზაციო ჯგუფი ჰოლივუდის ქართველ წარმომადგენლებს რამდენიმე კვირის წინ შეხვდა და მხარეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საქმიანობაში ერთმანეთს ხელს არ შეუშლიდნენ. 

"სოციალურ ქსელში მანიფესტაციის დისკრედიტაციის მცდელობით არიან გართული, აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ გვეთქვა, რომ    
ორივე მხარე ერთმანეთის დაუბრკოლებლად გააკეთებს საკუთარ საქმეს. გადაღებები იქნება დღისით, აქცია-მანიფესტაციები კი შებინდების შემდეგ, საღამოს" - განაცხადა დიღმელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს აქციის #სირცხვილია 68-ე დღეა, მის ფარგლებში კი 25-ე გადაცემა იმართება. 

კომენტარები