სიახლეები

161 Views
პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩემთვის ივანიშვილი რეგრესია

ბიძინა ივანიშვილს მთელ რიგ საკითხებში არ ვეთანხმები - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემაში "თავისუფალი ბაზარი" განაცხადა.

“ჩემვის სასიამოვნო პროცესი იყო, როდესაც მივხვდი რომ ბიძინა ივანიშვილმა რაღაცა ვერ იყიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში. კაცთან მოლაპარაკება, რომელსაც მე მიყიდვას ვეძახი, ანუ ამ კაცთან საერთო ენა ნახო გლობალურ საკითხში, ჩემთვის არასწორია. იმიტომ რომ ის არასწორი კაცია.

ივანიშვილს მთელ რიგ საკითხებში არ ვეთანხმები. მას არ უყვარს მომავალი თაობა, განათლებაში ინვესტიციის ჩადება. ეს კაცი რეგრესია, უკან იყურება და არცერთი წამით წინ.. საერთოდ არ ადარდებს ეს ქვეყანა როგორი იქნება. მგონია რომ ყველაფერს იყიდის, რასაც ახლაც წარმატებით ახერხებს. შესაბამისად, ის რომ ამ ქვეყანაში გამოჩნდნენ ისეთი ვიღაცები, ვინც ვერ იყიდა, ძალიან საამაყოა” - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები