26 აგვ 2019
16 Views
გირჩის აზრით

გირჩის აზრით - 26.08.19

📍 ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინიციატივა;

ინიციატივა ითვალისწინებს სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას იმ მეწარმე-სუბიექტებისთვის, რომლებსაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და ტურისტების შემცირების გამო შეექმნათ სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები. აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთი პუნქტია სამთავრობო გეგმიდან, რომელიც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.

 

📍 შსს: წლის პირველ ნახევარში ქრთამის აღების შემთხვევები 43%–ით გაიზარდა;

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში ქრთამის აღების 40 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის 43%–ით მეტია. 

ამასთან, საანგარიშო პერიოდში 20%–ით გაზრდილია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები და იანვარ–ივნისში 42 ერთეულ შემთხვევას აღწევს. 

იანვარ–ივნისში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია სამსახურეობრივი გულგრილობისა (–2.9%) და სამსახურეობრივი სიყალბის (–15%) შემთხვევები. 

საერთო ჯამში სამოხელეო დანაშაულის ფაქტები კი 15.8%–ით შემცირდა.



კომენტარები