სიახლეები

გირჩის კანონპროექტის განხილვა

ხვალ, 21 ნოემბერს, 12:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი "გირჩის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტს განიხილავს.

ცვლილება შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. დღეს მოქმედი რედაქციით, ბრალდებულს მხოლოდ კანონით წინასწარ გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია ნაფიც მსაჯულთა მოწვევა.

“გირჩის” მიერ მომზადებული ცვლილება კი, ბრალდებულს საშუალებას მისცემს სისხლის სამართლის ნებისმიერ დანაშაულზე, რომლის სასჯელიც აღემატება 6 თვეს, მოიწვიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი გეგმის მესამე პუნქტი ეხება სასამართლო რეფორმას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, რაც წარმოადგენს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას.

“ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული ვარიანტი ამ მიზნის განხორციელებისათვის ვერ გამოდგება. თუმცა, თუ ამ პუნქტის შესასრულებლად დავუშვებთ, რომ ნებისმიერი ბრალდებულის, რომელსაც პატიმრობა ემუქრება, უფლებაა მისი დავა განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ (თუ ადამიანები მას ნდობას გამოუცხადებენ), ანუ სრულად დაიშვება ხალხის პირდაპირი ჩართვა მართლმსაჯულებაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფორმით, მსგავსი ცვლილება ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების გზაზე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარს დავუჭერთ “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს 12-პუნქტიანი გეგმის მესამე პუნქტთან დაკავშირებით, თუ სანაცვლოდ ჩვენს ზემოხსენებულ კანონპროექტს ექნება მათი მხარდაჭერა. 

კომენტარები