სიახლეები

1584 Views
ეკონომიკა

პატიმრის დილემა და თვითაღსრულებადი კონტრაქტი

დანაშაულის ჩადენის ბრალდებით ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი მძიმე სასჯელის მისასჯელად, მაგრამ საკმარისია მცირესთვის. ორივე მათგანი ცალ-ცალკე მოათავსეს საკნებში. თუ ერთ-ერთი მათგანი მისცემს ჩვენებას და იტყვის, რომ მეორემ ჩაიდინა დანაშაული, მეორე კი არაფერს იტყვის, მაშინ ის, ვინც დაასმინა გათავისუფლდება ხოლო მას, ვისაც დაასმენენ, 10 წელს მიუსჯიან. თუ ორივე დარჩება ჩუმად, ორივეს მხოლოდ ექვსთვიან პატიმრობას მცირე დანაშაულისთვის. თუ ორივე მისცემს ჩვენებას, მაშინ ორივე მათგანს 5 წელს მიუსჯიან. გადაწყვეტილება თითოეულმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს, ისე რომ არ ეცოდინებათ,  რას იზამს მეორე. რა უნდა ქნან მათ? ეს სტანდარტული პრობლემაა, რომელსაც თამაშების თეორიაში “პატიმრის დილემას” უწოდებენ. ის აჩვენებს სიტუაციას, რომელშიც საუკეთესო სტრატეგიას წარმოადგენს მეორე ადამიანის დასმენა, მიუხედავად იმისა თუ რას იზამს ის თავად.

განვიხილოთ შესაძლებლობები. თუ მეორე პატიმარი დარჩება ჩუმად, დამსმენი პატიმარი გათავისუფლდება, ხოლო თუ მეორე ასევე მისცემს ჩვენებას, პირველი შეძლებს საკუთარი სასჯელის 5 წლით შემცირებას. ეს აჩვენებს, რომ გარკვეულ სიტუაციებში, როდესაც ორი რაციონალური ადამიანი მოქმედებს საკუთარი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე, იღებს უარეს შედეგს, ვიდრე მაშინ, რომელიც თანამშრომლობის შედეგად დადგებოდა. ორმხრივ დასმენის შედეგად, რაც ყველაზე რაციონალური მოქმედებაა, ამ შემთხვევაში, ორივე 5 წლით აღმოჩნდება ციხეში. მაგრამ თუ ორივე დარჩება ჩუმად, თითოეულ მათგანს მხოლოდ 6 თვით მოუწევდა სასჯელის მოხდა. 


ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ უამრავ ტრანზაქციას, რომელიც პოტენციურად უფრო მომგებიანი იქნებოდა, თუ ჩვენს პარტნიორს მოვატყუებდით, როგორც ეს პატიმრების დილემის შემთხვევაში ხდება.
მაგალითად, სავარაუდოდ, თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როდესაც რესტორანში ცუდად მოემსახურნენ და თავი მოტყუებულად უგრძვნია.შესაძლოა, რესტორანი გავრცელებულ რეკლამაში ამტკიცებდა, რომ მხოლოდ უახლეს ინგრედიენტებს იყენებდა,მაშინ, როდესაც რეალობაში თქვენ გაყინული და მიკროტალღურში გაცხელებული საჭმელი მოგართვეს. მაგრამ რამდენი ადამიანი წავიდოდა რეალურად კომპენსაციის მოსათხოვად სასამართლოში? ალბათ არც არავინ. და თუ არავინ უჩივლებს თაღლითს რესტორნებს, მაშინ რა შეუშლის მათ ხელს იმაში, რომ მოატყუონ ყველა მომხმარებელი? ნუთუ მსგავს ბიზნესს არ გაეზრდებოდა შემოსავალი, თუ სისტემატიურად შეამცირებდნენ კერძების პორციებს, გამოიყენებდნენ იაფ და უხარისხო პროდუქტებს, ანგაარიშიც თავის სსარგებლოდ შეეშლებოდათ ხოლმე და ა.შ. 


რატომ ზრუნავს რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა მომხმარებლებს კარგად მომსახურებასა  და კმაყოფილებაზე? და პირიქით, რატომ არ ტოვებს მომხმარებელთა უმეტესობა ობიექტს ფულის გადახდის გარეშე მაშინაც კი, როდესაც ამას ვერავინ ხედავს. რატომ არ ცდილობენ მაღაზიები მუდმივად ჩვენს მოტყუებას? იმიტომ რომ რეალობაში პატიმრის ერთჯერადი დილემა არ მუშაობს. ის უფრო ახლოსაა პატიმრის განმეორებად დილემასთან, თამაშთან, რომელიც რამდენჯერმე მეორდება. თითოეულ რაუნდში მოთამაშეს აქვს საშუალება დასაჯოს მეორე მხარე წინა რაუნდში მოტყუებისთვის.

პატიმრის განმეორებადი დილემის დროს, თუ რაუნდების საბოლოო რაოდენობა უცნობია მოთამაშეებისათვის, “ყოველთვის მოტყუების” სტრატეგია აღარ არის საუკეთესო. ნაცვლად ამისა საუკეთესო ხდება ე.წ. “თვალი თვალის წილ” მიდგომა. დაიწყე თანამშრომლობა და გააკეთე იგივე, რაც მეორე მხარემ ქნა წინა რაუნდში. ასეთ სტრატეგიას შეუძლია მიგვიყვანოს გრძელვადიან, ორმხრივ თანამშრომლობამდე, და როგორც ეკონომისტმა პიტერ ლისონმა ივარაუდა, საბოლოოდ, ადამიანები ბაზარზე სწორედ ამ სტრატეგიას ირჩევენ. უფრო მეტიც, ეკონომისტი გოდონ ტალოკი  ამბობს, რომ ტრაზაქციების უმეტესობა რეალურ სამყაროში არ ხორციელდება პატიმრებს შორის. ყველას აქვს თავისუფალი არჩევანი, ვისგან შეიძინოს ან ვისზე გაყიდოს, ამას გარდა, ერთმანეთთან კომუნიკაციაც არ არის შეზღუდული. პარტნიორის არჩევანი არც ძალდატანებით ხდება და არც აკრძალვით. შესაბამისად, რეალურ სამყაროში, კლასიკური “პატიმრის დილემისაგნ” განსხვავებით, მოქმედების ყველაზე რაციონალური სტრატეგია არის თანამშრომლობა.


რა შეუძლია გააკეთოს მომხმარებელმა რომელიც მოატყუეს? პირველ რიგში, მას შეუძლია კომუნიკაცია და საკუთარი შეგრძნების გაზიარება მენეჯერთან და მისთვის რაიმეს შეცვლის საშუალების მიცემა. თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, მომხარებელს შეუძლია მომავალში უარი თქვას ამ რესტორანზე და გააფრთხილოს მეგობრები, რომ მათაც უარი თქვან ამ კონკრეტულ დაწესებულებაზე. ასევე, მას შეუძლია რესტორანს დააკარგინოს მეტი მომხმარებელი ინტერნეტში უარყოფითი აზრის დაფიქსირებით. არაკეთილსინდისიერი დასწესებულება საკუთარი რეპუტაციის შელახვით კარგავს მეტ პოტენციურ მომხარებელს. მუდმივი კეთილსინდისიერი თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელი არის იმაზე მაღალი, ვიდრე თაღლითობის შედეგად მიღებული მოკლევადიანი შედეგი. მიუხედავად იმისა,რომ რესტორნის მფლობელმა იცის, რომ მომხმარებელი არ მიმართავს ხელისუფლებას კომპენსაციის მისაღებად, ის მაღალი ალბათობით დაიცავს კონტრაქტს, რადგანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომავალი თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება თაღლითობის შედეგად მიღებულ სარგებელს. ეს არის ის, რასაც თვით-აღსრულებად კონტრაქტს უწოდებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, არანაირი მესამე აღმასრულებელი ძალა, მაგალითად, პოლიცია ან სასამართლო არ არის საჭირო კონტრაქტის პირობების აღსასრულებლად, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საშუალება თავად დავსაჯოთ არაკეთილსინდისიერი მხარე. უფრო მეტიც, ეს წარმოადგენს კონტრაქტის აღსრულების ყველაზე გავრცელებულ და ეფექტურ მექანიზმს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. მაშინაც კი, როდესაც ორივე მხარემ იცის, რომ მომხმარებელი აღარასდროს დაბრუნდება რესტორანში, მფლობელი მაინც ეცდება მოექცეს მომხმარებელს კეთილსინდისიერად, თითქოს, ის მისი მუდმივი სტუმარია, რადგანაც, სხვა შემთხვევში, მომხმარებელმა შესაძლოა სხვა პოტენციურ კლიენტებს უთხრას  საკუთარი უკმაყოფილების შესახებ.


შეთანხმების თვითაღსრულებისთვის გარკვეული პირობების არსებობაა საჭირო.
პირველი პირობა ისაა, რომ ურთიერთკავშირი მხარეებს შორის უნდა იყოს განმეორებადი ან შესაძლებელი უნდა იყოს თაღლითობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება პოტენციური მომხმარებლების დიდი რაოდენობისთვის. ინტერნეტი ამას აადვილებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტი სხვა ადამიანების ინფორმირების მიზნით სწრაფად და უდანახარჯოდ.  თუმცა, არსებობს სიტუაციები, როდესაც ეს პირობები არ გვაქვს. მაგალითად, თქვენ შეიძლება წახვიდეთ სამოგზაუროდ ტურისტებით სავსე ქვეყანაში, სადაც არ საუბრობ ადგილობრივ ენაზე. გამყიდველმა იცის, რომ თქვენ ტურისტი ხართ, თქვენს აზრს კი შედარებით მცირე რაოდენობის მეგობარი ან ნაცნობი გაიგებს.  გამყიდველს შეუძლია მათი იგნორირება, რადგან ისინი შორს არიან და იშვიათად წარმოადგენენ მისი პოტენციური მომხმარებლებს. ასეთ შემთხვევებში, მაღალია იმის ალბათობა, რომ თქვენ მოგატყუებენ.


თვითაღსრულებადი კონტრაქტების შესახებ, საკუთარ სტატიაში დოქტორი სტანისლავ ვოიტოვიში წერს: დიდი ალბათობით, თქვენ გსმენიათ რჩევა საზღვარგარეთ სადილობის შესახებ - აირჩიე ადგილი, სადაც ადგილობრივები სადილობენ, თავი აარიდე ტურისტებზე გათვლილ ადგილებს. ეს რჩევები ღირებულია არა იმიტომ, რომ ადგილობრივები ტურისტებზე უკეთ იცნობენ საკუთარ კერძებს, არამედ იმიტომ, რომ განსხვავებით ტურისტებზე გათვლილი რესტორნისაგან, რესტორნები, რომლებშიც თავად დადიან წარმოადგენენ აქ აღწერილი თვითაღსრულების მექანიზმის სუბიექტებს. 


არატურისტულ უბანში მდებარე პატარა პიცერიაში ფულს ბევრად ეფექტურად დახარჯავთ, ვიდრე ვენეციის სან მარკოს მოედანზე მდებარე რესტორანში.

მეორე პირობას წარმოადგენს ის, რომ მხარეები პრიორიტეტს არ უნდა ანიჭებდნენ მოკლევადიან შედეგს. თუ გამყიდველი იძულებულია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფული  გადაუხადოს მაფიას ხვალ, მაშინ მისთვის მოტყუებით სწრაფი ფულის მიღება იქნება უფრო ღირებული, ვიდრე მომხმარებლების დაკარგვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელი. თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია.

მესამე პირობას წარმოდგენს  ბიზნესში ინვესტირებულ თანხასთან მიმართებაში თაღლითობით მიღებული სარგებლის სიმცირე. თუ ვინმეს ვინც ფლობს მცირე ბიზნესს, რომელშიც მან მინიმალური თანხების ინვესტირება განახორციელა, მოგებასაც მინიმალურს იღებს და აქვს შესაძლებლობა მოატყუოს მომხმარებელი დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ,  ასე მოქცევის ეკონომიკური სტიმული ძლიერი იქნება. სწორედ ეს იგულისხმება განმარტებაში, რომ “მხარეებისთვის გრძელვადიანი თანამშრომლობა უნდა იყოს იმაზე მეტად ღირებული, ვიდრე ერთჯერადი თაღლითობის შედეგად მიღებული სარგებელი.” რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის, როდესაც იარსებებს თაღლითობის ეკონომიკური სტიმული, ვინმეს აუცილებლად მოატყუებენ. საბედნიეროდ, ადამიანებს აღელვებთ ბევრი სხვა რამ გარდა ფულისა. ბევრი ადამიანი არ თაღლითობს საკუთარი მორალის გამო, მიუხედავად ასეთი სტიმულების არსებობისა და იმისა, რომ მათ არ ეშინიათ დასჯის. ასეთ შემთხვევაში, მხარეებს არ სჭირდებათ დაეყრდნონ კონტრაქტის აქ აღწერილ თვითაღსრულების მექანიზმს.


ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თვითაღსრულებადი კონტრაქტები მუშაობს არა მარტო მცირე ტრანზაქციების განხორციელებისას, არამედ ისეთ ინდუსტრიებში, რომელიც მოიცავს დიდი ოდენობით ფულს, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ბრილიანტებისა თუ მესაქონლეობის ინდუსტრია.

- ვიდეოს მომზადებაზე მუშაობდნენ: ლევან ნიშნიანიძე, რუსკა აბუაშვილი, დავით სარალიძე, Jorj Gee, ჰერმან საბო.

თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებთ, გახდით გირჩის თარგმანების დამფინანსებელი.

თუ იუთუბზე რომელიმე ასეთი პატარა ვიდეო მოგწონთ, თარგმნეთ ტექსტი, ვორდის დოკუმენტი მოგვაწოდეთ ჩვენს ფეიჯზე, ჩვენ გავახმოვანებთ და ავტვირთავთ

ვიდეო-თარგმანების იუთუბ ფლეილისტი.

თუ გინდათ ჩვენი თარგმანებს აუდიო ფორმატში მოუსმინოთ, ნახეთ ჩვენი ჩენელები Castbox.fm-ზე:

Castbox: - თარგმანები
Castbox: - თავისუფალი ბაზარი

 

All rights on this video belongs to Video Creators
This video was translated and re-uploaded only with educational purpose

Source

კომენტარები