სიახლეები

გირჩი TV მაყურებელს ახალ გადაცემებსაც შესთავაზებს

"მაგთის" საკაბელოს აბონენტებს, 61-ე არხზე "გირჩის" ტელევიზიის ყურება შეუძლიათ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს პერიოდში Girchi TV-ის ტელევიზორში ნახვას "სილქ ტვ"-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.

ტელევიზიაში გავა როგორც "გირჩის" გადაცემები, "გირჩის აზრით", "თავისუფალი ბაზარი" და "პროცესი", ისე ინგლისურენოვანი ვიდეოების თარგმანები ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და ფილოსოფიაზე. იგეგმება ახალი გადაცემებიც. 

"წლების განმავლობაში, გირჩის ერთადერთი საკომუნიკაციო არხი იყო "ფეისბუქი". სატელევიზიო ეთერის თვალსაზრისით, ყოველთვის ვიყავით დამოკიდებული არსებული ტელევიზიების მფლობელების, პროდიუსერებისა თუ ჟურნალისტების პოლიტიკურ პრეფერენციებსა თუ პირად დამოკიდებულებაზე გირჩთან მიმართებით.

ჩვენი ტელევიზიის გაშვებით ვაპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას და საქართველოს მოსახლეობის ისეთ სეგმეტზე გასვლას, რომელიც დღემდე პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციას იღებს ტელევიზორიდან და არა ინტერნეტიდან" - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. 

კომენტარები