სიახლეები

"მატრიცა" ეკრანებზე ბრუნდება

ლანა ვაჩოვსკი მატრიცას მეოთხე ფილმს იღებს. მთავარი როლის შემსრულებლები კვლავ კიანუ რივზი და და ქერი ენ მოსი იქნებიან (ნეო და ტრინიტი).

Variety-ს ცნობით, მეოთხე ფილმს მატრიცას სამყაროზე Warner Bros. Pictures და Village Roadshow Pictures გადაიღებენ. Warner Bros. Picture Group–ის თავმჯდომარემ ტობი ემერიჩმა, სამშაბათს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ამ სიახლის გამო.

 ლანა არის ჭეშმარიტი ხედვის - ინდივიდუალისტი, ორიგინალური კრეატიული კინორეჟისორი, და ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ ის იქნება ავტორი ახალი ფილმისა "მატრიცას" სამყაროში.

განაცხადა Variety-სთან ტობი ემერიჩმა. 


ვაჩოვსკისთან ერთად, სცენარზე მწერლებმა — ალექსანდერ ჰემონმა და ღრუბლების ატლასის ავტორმა, დევიდ მიჩელმა იმუშავეს. გადაღება კი, გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს დაიწყება.
  
სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ასევე ისიც, ვინ ითამაშებს მორფეუსის როლს, რომელსაც თავდაპირველად ლორენს ფიშბერნი ასრულებდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ის შესაძლოა ახალგაზრდა მსახიობმა ჩაანაცვლოს, რადგან ფილმში ახალგაზრდა მორფეუსის ამბავიც იქნება.

წინა სამმა ფილმმა - „მატრიცა“, „მატრიცა გადატვირთვა“ და „მატრიცა რევოლუცია“ -მ  ერთობლივად 1.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.'

იდეები ჩვენი სამყაროს შესახებ, რომლებიც მე და ლილიმ 20 წლის წინ შევიმუშავეთ, დღეს კიდევ უფრო აქტუალურია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ამ პერსონაჟებს ვაბრუნებ და მადლობელი ვარ მათთან კვლავ მუშაობის შანსისთვის.

— თქვა ლანა ვაჩოვსკიმ'

კომენტარები