21 აგვ 2019
59 Views
გირჩის აზრით

გირჩის აზრით - 21.08.19 - ხაზარაძეს ანგარიშები დაუყადაღეს!

📍 ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღება;

მიმდინარე წლის 24 ივლისს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა თან.

ხაზარაძე აცხადებს, რომ მას და ჯაფარიძეს ყველა საბანკო ანგარიში "პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით დაუყადაღეს.

მისი განცხადებით, ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - „მოხდეს ჩვენ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება."

📍 „რუსთავი ორი“-დან ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

ქიბარ ხალვაში: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ სასიამოვნო არაა, ყველაფერი კარგად იქნება.

გუშინ, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ ეთერში აღარ გავიდა.



კომენტარები