სიახლეები

232 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: ხაზარაძის დასუსტება ივანიშვილს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჭირდება

არავის სჯერა რომ ეს ყველაფერი 12 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო ხდება, რომელიც რატომღაც ახლა გაახსენდა ივანიშვილის ჯიბის ბანკს სახელწოდებით ‘ეროვნული’, და რომელსაც დაზარალებულიც არ ჰყავს

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეს ეხმაურება საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. როგორც ჯაფარიძე წერს, ივანიშვილი ძალაუფლების შესნარჩუნებლად მზადაა ბევრ რამეზე წავიდეს და ხაზარაძის დასუსტება, მისთვის საფრთხისგან თავის არიდების მცდელობაა.

" ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ანგარიშების დაყადაღებაზე

ბევრი ვერსია არსებობს რა შეიძლება ხდებოდეს ხაზარაძის თავს:

ა) ხაზარაძე კვირიკაშვილს შეეკრა და ბიძინას მოცილება გადაწყვიტა;

ბ) ხაზარაძემ პოლიტიკურად გააქტიურება გადაწყვიტა და ამის შედეგებს იმკის;

გ) თი ბი სი-ს ძირავენ;

დ) რუსებს არ უნდათ ანაკლიის პორტის აშენება;

ე) ბიძინას უნდა ანაკლიის პორტის ახევა;

ერთადერთი ვერსია რომელიც ამ საგიჟეთში ყველაზე არადამაჯერებელია, ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსიაა, რომელსაც ახლა ბოლომდე აწვებიან და კამსამოლა პოლიტიკოსების პირით აპრავებენ - ‘კანონზე მაღლა არავინ დგას ძმაო!’

ჩემი აზრით ყველაფერი გაცილებით მარტივად და ბანალურადაა:

ივანიშვილს წინამორბედზე არანაკლებ უყვარს ძალაუფლება და როგორც ასეთი ინსტიქტების მქონე ადამიანებს ზოგადად ახასიათებთ, მზადაა ბევრ რამეზე წავიდეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად (რამდენზე წავა, მაგას დრო გვიჩვენებს, ამჟამად ხდება ამის დატესტვა ჩვენს თვალწინ და ჩვენი მონაწილეობით)

მეტიც, როგორც სჩანს მან გადაწყვიტა არ დაუშვას წინამორბედის ‘შეცდომა’ და არ დატოვოს დაუსუსტებელად არავინ ვინც შეიძლება მის ძალაუფლებას საფრთხე შეუქმნას განჭვრეტად მომავალში

ხაზარაძე იდეალური სამიზნეა ასეთ შემთხვევაში. გაანეიტრალებ ხაზარაძეს ბრუტალური მეთოდებით (როგორც ის უდანაშაულოდ დაჭერილი ფაშისტი ბიჭი იტყოდა) და ეს იქნება ჭკუის სასწავლებელი მაგალითი ნებისმიერი სხვა ბიზნესმენისთვის თუ ნებისმიერი პოლიტიკური კაპიტალის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების ამბიციის მქონე ადამიანისთვის ამ ქვეყანაში ძალაუფლების შენარჩუნება კი იმდენად მნიშვნელოვანი ამბავია ივანიშვილისთვის, რომ ჯერჯერობით ყველაფერი რაც მოხვდა სასწორის მეორე პინაზე, მან უბრალოდ დაიკიდა

დაიკიდა წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის სტაბილურობა

დაიკიდა ზოგადად ფინანსური სისტემის სტაბილურობა

დაიკიდა ის რომ კიდევ ერთხელ ‘დაწვა’ ერ ბანკი ჯიბის ბანკობაში

დაიკიდა ის რომ კიდევ ერთხელ ‘დაწვა’ პროკურატურა ჯიბის პროკურატურობაში (მეტიც, გენ პროკურორი უზენაეს სასამართლოში გადაჰყავს თავმჯდომარედ)

დაიკიდა ქვეყნის იმიჯი

დაიკიდა ანაკლიის პორტი

დაიკიდა შეშფოთების ის მასშტაბი რაც აქამდე იქნა გამოხატული სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის პომპეოსგან.

ყველაფერი დაიკიდა

ესაა ჩემი აზრით რაც ხდება - ივანიშვილი ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება

და გააგრძელებს ასე დაკიდებას, სანამ სასწორის მეორე პინაზე არ აღმოჩნდება რამე ისეთი, რისი დაკიდებაც იმდენად ძვირი დაუჯდება რომ მაგხელა ფასის გადახდისთვის მზად არ იქნება

პ.ს. ქართული ‘ბიზნესი’ ისევ აქ არის https://www.facebook.com/GirchiParty/posts/2444131685638276

პ.პ.ს. საკითხის მნიშვნელობა ‘ხაზარაძე/ქართული ბანკები ასევე ცუდები არიან’-ს მიღმაა"

წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე

 

კომენტარები