სიახლეები

იაგო ხვიჩია: ჯაფარა არც ჯარიმის გადახდას აპირებს და არც რაიმეს აღიარებას

ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით", იაგო ხვიჩიამ, "ახალგაზრდა ადვოკატების" სარჩელსა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზურაბ ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით, ისაუბრა. 

ხვიჩიას თქმით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაუსწრებელი იყო და ფორმალურადაც კი არ აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნებს:

გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა, "მურუსიძის სასამართლოს" პირობებშიც კი, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ, როგორ გვაკადრა ჯაფარიძემ ქართული ოცნების სატელიტობა დაგვაბრალაო, ეს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. ადამიანი ამბობს თავის მოსაზრებას, რომ ეს ხალხი, რომელთა ლიდერიც არის ქართული ოცნების სიის წევრი და საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, დაკავშირებულია ირაკლი ღარიბაშვილთან. რაც არ უნდა დაგავალოს სასამართლომ, ფაქტი სახეზეა

იაგო ხვიჩიას თქმით ზურა არც ჯარიმის გადახდას აპირებს და არც რაიმეს აღიარებას, თუმცა, რომც აღიაროს, ამით ჭეშმარიტება არ შეიცვლება და ფაქტი ფაქტად დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, "გირჩის" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა. ორგანიზაცია ჯაფარიძეს ცილისწამებაში სდებდა ბრალს და ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ნათქვამი განცხადების უარყოფას ითხოვდა გირჩის ლიდერისგან.

კომენტარები