სიახლეები

71 Views
პოლიტიკა

მოსახლეობისგან ფულის დაცინცვლას ყალბი საპენსიო სააგენტოებიც ცდილობენ

მოსახლეობისგან ფულის აკრეფას ყალბი საპენსიო სააგენტოებიც ცდილობენ - როგორც ჩვენთან საუბრისას სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, უკვე მეორედ დაფიქსირდა შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელში კიბერ-თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები გამოჩნდა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ვებ-გვერდები საპანსიო სააგენტოს სიმბოლიკას უკანონოდ იყენებენ და მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანასაც სთხოვენ.

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია Pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა  გათვალისწინებული არ არის და ანგარიშის შესამოწმებლად მხოლოდ პირადი ნომერი და ერთჯერადი პაროლია საჭირო.

თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვლო შეღწევის, მისი უკანონოდ გამოყენებისა და ქურდობის მუხლებით (სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლების პირველი ნაწილებითა და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს. 

კომენტარები