სიახლეები

1928 Views
პოლიტიკა

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ჯაფარიძე "იმედის" ეთერს ითხოვს

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ტელეკომპანია "იმედს" საეთერო დროის გამოყოფას სთხოვს. 

ამის შესახებ ჯაფარიძემ განცხადება "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა. მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 

"როგორც თქვენთვის და საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი, ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა) 2019 წლის 23 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ჩემს მიერ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნების” სატელიტი ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების” მისამართით, 2015 წლის დასაწყისში, თქვენი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებული ერთ-ერთი განცხადება შეფასდა ცილისწამებად და სასამართლოს მიერ დამევალა გავრცელებული ცნობების თქვენსავე ეთერში უარყოფა.

შესაბამისად, გთხოვთ, თქვენი საეთერო ბადის იმ ნაწილიდან, რომელშიც ადექვატური იქნება პოლიტიკური განცახდების გაკეთება, გამომიყოთ 10 წუთი.

წინასწარ გიხდით მადლობას" - წერს ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშებიც დაუყადაღდა. 

კომენტარები