სიახლეები

შეიქმნება თუ არა ეროვნული ბანკის ქმედებების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია

დღევანდელ ლაივში სანდრო რაქვიაშვილმა და ჰერმან საბომ ეროვნული ბანკის ქმედებების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე ისაუბრეს.

ჰერმანის თქმით, “ქართულ ოცნებასუფრო მეტად არ აწყობს ეროვნული ბანკის ქმედებების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგანსუსისდაინტერესების შემთხვევაში, ისინი თავს გაიმართლებენ იმით, რომ სხვა ქვეყნის სპეც სამსახურებთან თანამშრომლობა აპრობირებული მეთოდია და ამაში უცნაური არაფერია.

სანდრო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ისეთი ახსნა დასჭირდება, როგორსაც მათი ამომრჩეველი დაიჯერებს.

მისივე თქმით, ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრას ომის თავიდან არიდების მოტივით ახსნის და თუ ამომრჩეველი  დაიჯერებს, პრობლემაც მოგვარებულად ჩაითვლება.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ქმედებების შემსწავლელ სპეციალურ საგამოძიებო კომისიას, როგორც გიორგი ვაშაძემ გუშინტვ პირველისეთერში განაცხადა, ის ამ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. მისი თანაპარტიელი, პაატა მანჯგალაძეც მავეს აცხადებს.

ანდროს თქმით, ვინც პარლამენტშია და სისტემასთან რაიმე კავშირი აქვს, ჭორის დონეზე, ყველამ იცის, როგორ ხდება მთავრობის მხრიდან სავალუტო კურსების კონტროლი, ვინ რას ლობირებს და . . ეს ინფორმაცია ვაშაძისთვისაც ცნობილია.

მტკიცებულების გარეშე ამაზე ხომ საჯაროდ ვერ ისაუბრებ, ამიტომ მჭირდება ამის დოკუმენტირება. როდესაც ვაშაძეც ფლობს ამ ინფორმაციას და უარს ამბობს მხარდაჭერაზე, ეს ძალიან უცნაურია, მინიმუმ ბევრად მნიშვნელოვანი მიზანი უნდა ჰქონდეს.

- თქვა სანდრომ.

გიორგი ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ ის მხოლოდ ევროკავშირის 12 პუნქტიან გეგმაზე იმუშავებს. რაც სანდროს აზრით, ნიშნავს იმას, რომ მას ადამიანების გაღარიბების ტენდენცია ნაკლებად აინტერესებს, რადგან ეს 12 პუნქტიან გეგმაში არ წერია.

წარმოუდგენელია ასეთ განცხადებებს აკეთებდე, თუ მართლა გულწრფელი ხარ.

დეპუტატების უმეტესობა მხარდაჭერაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ ეს მათი თემა არ არის, ან არ სურთ პარტიის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. იმის მიუხედავად, რომ ეროვნული ბანკის კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის კანონპროექტს, “ქართული ოცნების” 8 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სანდროს თქმით, ახლა სხვა მოცემულობაა და ხელისუფლების წევრები კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ.

ვიცი ეროვნული ბანკის ლობისტები დეპუტატებთან დადიან, რომ მათ კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირონ. მუშაობენ იმიტომ, რომ ბევრი რამ აქვთ დასამალი.

საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამ ეტაპზე, ტექნიკურად 41 დეპუტატი უჭერს მხარს და გრძელდება მოლაპარაკებები დანარჩენ დეპუტატებთან.

კომისიის შექმნის კენჭისყრაზე გასატანად საჭიროა 30 ხმა, თუმცა, იმისთვის, რომ კომისია შეიქმნას, სესიაზე მას 50-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი.

გვიყურეთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათზე,დაგვისვით თქვენთვის საინტერესო შეკითხვები,რომელსაც პოლიტიკოსები გადაცემის ბოლოს ;უპასუხებენ.

თუ სურვილი გაქვთ,მეტი ინფორმაცია მიიღოთ ჩვენს შიდა ამბებზე,შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში(გირჩის ბაბლი).

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები