14 აგვ 2019
69 Views
მართლმსაჯულება

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი სიძულვილის ენის რეგულირების მომხრეა

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატს, ქ-ნ თეა ძიმისტარაშვილს უსმენდნენ. 
ძიმისტარაშვილის აზრით, აუცილებელია სიძულვილის ენის რეგულირება და მისი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა:

ყოველი არჩევნების წინ, ჩვენ ვხედავთ ისეთ ძალადობის ფაქტებს და შემთხვევებს, სიძულვილის ენას პოლიტიკური გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ხშირად აქვს ადგილი გამონათქვამებს და იქმნება იმის აუცილებლობა, რომ მოხდეს რეგულაცია, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა დასჯადია სისხლის სამართლებრივი წესით, აქ უკვე რეგლამენტაციაზეა საუბარი.

როგორც თეა ძიმისტარაშვილი აღნიშნავს, დადებით და უარყოფით კრიტიკას შორის განსხვავებაა და ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ხშირად მიმართავენ სიძულვილის ენას, რაც რეგულაციებს საჭიროებს:

დადებით კრიტიკასთან დაკავშირებით, გამკრიტიკებელი გთავაზობს პრობლემის მოგვარების გზას,  მაგრამ არის უარყოფითი კრიტიკაც, რომელიც საფუძველს მოკლებულია,  პირმა არ იცის კონკრეტული საკითხი და პრობლემის გადაწყვეტის გზის გარეშე მიუთითებს მხარეს და აკრიტიკებს. სიძულვილის ენასთან მიმართებაში, აუცილებელია რეგულაციები.


"გირჩი" თვლის, რომ ქალბატონი თეა ძიმისტარაშვილი არის საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მტერი და ის დღეიდან სათანადო ადგილს დაიკავებს Dedistraki.com -ზე, სიტყვის თავისუფლების მტრების გვერდით. 

 



კომენტარები