სიახლეები

84 Views
პოლიტიკა

2019 წელს გაცემული პრემიებისა და დანამატების თანხა 47.5 მილიონით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა მონაცემები, რომელთა მიხედვით, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735,3 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს თანხა 47,5 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ იმავე პერიოდის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის ორ კვარტალში თანამდებობის პირთა ხელფასებში 507 მილიონი ლარი დაიხარჯა, დანამატის ხარჯმა 106,4
მილიონი ლარი, პრემიის ხარჯმა კი 2,9 მილიონი ლარი შეადგინა. შტატგარეშე შრომის ანაზღაურება 111,2 მილიონი ლარი დაგვიჯდა. ამას გარდა, 2019 წელს 6 თვეში საჯარო მოხელეებმა მივლინებებში 40,7 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც შარშანდელზე 3 მილიონით მეტია.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის იურისტის ლევან ალაფიშვილის თქმით, მთავრობამ კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში, "ისეთ რა წარმატებებს აღწევენ, რომ ჩვენი ჯიბიდან ჩინოვნიკების არმიის შესანახად მილიარდებს ვხარჯავთ" :

"ერთია ხელფას-პრემიების მთლიანი ფონდი, მაგრამ თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ საჯარო მოხელეთა რიცხოვნობას, რომელიც ასევე ზრდადია, დავინახავთ უმთავრეს მოტივაციას, რატომ ვერ ელევა ხელისუფლება ამ ყველაფერს -

სამინისტროებს თუ დავუმატებთ სახელმწიფო საწარმოებს, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტებსაც, საჯარო სექტორში მთლიანად 320 ათასი საჯარო მოხელეა დასაქმებული. ამ 320 ათას საჯარო მოხელეს ოჯახში თითო წევრი მაინც ხომ ჰყავს? ეს კი ძალიან სერიოზული საარჩევნო რესურსია.

ლევან ალაფიშვილის განცხადებით ევროკავშირის მეტ-ნაკლებად ჩვენთან ახლოს მდგომი ქვეყნების მაგალითები რომ ავიღოთ (პოლონეთი, ესტონეთი, შვედეთი) ჩვენს ბიუროკრატიას თუ შევადარებთ, მასშტაბების გათვალისწინებით, ჩვენი სამინისტროების და საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც, სამივე ქვეყანაზე მეტია.

წყარო: კვირის პალიტრა

კომენტარები