სიახლეები

ნიკა გვარამიას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება

ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. ტელეკომპანია "რუსთავი ორის" ყოფილ დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ ისეთ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოტანილი არის დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამ კომპანიის დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ანდა თვალთმაქცური გზით გადამალვის ფაქტზე. საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე... კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით  ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა,“ - განაცხადეს პროკურატურაში. 

კომენტარები