სიახლეები

110 Views
ეკონომიკა

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი საქართველოში, ივლისში, 5.8 %-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2019 წლის ივლისის თვეში, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 5.8 %ით გაიზარდა ( 1,099,474 მოგზაური ). რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ესეც  1 %-ით არის გაზრდილი 2018 წელთან შედარებით და მათი რაოდენობა ივლისის მონაცემებით 570,482 ტურისტია.

როგორც ახალი მონაცემები აჩვენებს, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +33.7%, საფრანგეთი +29.6%, ლიტვა +20%, ლატვია +17.4%, პოლონეთი +15.7% და სხვა.

აღნიშნული ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

კომენტარები