სიახლეები

165 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მაჩალიკაშვილისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ

გამძლეობას ვუსურვებ მაჩალიკაშვილს - მთავარია გაძლოს, არ აყვეს ნერვებს და ნერვიულობისგან თავი არ მოიკლას. საბოლოო ჯამში, მას ამ ქვეყანაში წაგება არ უწერია. ბოდიშის მოხდა მოუწევთ მისთვის

- ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მალხაზ მაჩალიკაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ პარლამენტთან კარვის გაშლის შემთხვევაში, მის ძმიშვილს დააკავებდნენ.

როგორც ხვიჩიამ ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემაა ის, რომ მუდმივად ხდება უსამართლობა, მისი ჩამდენები კი დაუსჯელები დადიან.

ეს კაცი უდანაშაულოა, აქვს სამართლიანი მოთხოვნა და სისტემა არ აძლევს საშუალებას, რომ სამართლიანობა აღსრულდეს

მან 20 ივნისთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებული ყველა საქმე პოლიტიკურია და არა სამართლებრივი. ხვიჩია ფიქრობს, რომ სწორედ 20 ივნისს განვითარებული მოვლენები იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ ხელისუფლებას მაჩალიკაშვილის, სარალიძის და სხვა მსგავს საქმეებთან ერთად გადაიყოლებს.

კომენტარები