სიახლეები

ზურა ჯაფარიძე: კანაფის მოპოვების ლეგალური გზები დღემდე არ არსებობს

ერთი წლის წინ, 2018 წლის 30 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კანაფის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა. თუმცა მიუხედავად ამისა, დღემდე არ არსებობს ამ მცენარის მოპოვების ლეგალური გზა, რაც სერიოზულ პრობლემად რჩება. ამ თემაზე "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს:

ზუსტად ერთი წლის წინ, შარშან ამ დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კანაფის მოხმარება საქართველოში გახდა ლეგალური

მიუხედავად ამისა დღემდე არ არსებობს ამ მცენარის ლეგალური მოპოვების გზა და ქართული მილიცია, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციების დაცვით დღემდე ჩხრეკს, სახლში უვარდება და, სასამართლოსთან ერთად ტანდემში, კოლოსალური ჯარიმებით ძარცვავს უდანაშაულო ადამიანებს

ჯაფარიძის თქმით, ახლანდელი ნარკოპოლიტიკა, ისეთივე არაადამიანურია, როგორიც საბჭოთა საქართველოში იყო და ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლება და მასთან ალიანსში მყოფი საპატრიარქოა, რადგან ისინი წარმართავენ პოლიტიკურ პროცესებს ამ ქვეყანაში:

ამაზე პასუხისმგებელია პირველ რიგში ხელისუფლება, მასთან ალიანსში მყოფი საპატრიარქოდ წოდებული ჩვენი დროის ‘ზაკვო’, და შემდეგ ყველა უპასუხისმგებლო და ამ ‘ზაკვო’-ს კეთილგანწყობაზე მონადირე პოლიტიკური ძალა

და მაინც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო თავისუფლებისთვის ბრძოლაში

მთავარი ბრძოლები კი ჯერ წინ არის.

წერს ჯაფარიძე.

 

კომენტარები