სიახლეები

90 Views
პოლიტიკა

ამერიკის საელჩო ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით შეშფოთებულია

აშშ-ის საელჩო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ბრალის წაყენების კონტექსტისა და დროის გარემოების გამო.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თი-ბი-სი“ ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით.

მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

საელჩოს განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

კომენტარები