სიახლეები

349 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: 20 ივნისს ადამიანები მიზანმიმართულად დაასახიჩრეს

პრინციპის ამბავია, რომ 20 ივნისის ღამით მომხდარზე გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს

- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფარგლებში გამართულ გადაცემაში, „სირცხვილია“ განაცხადა.

შეკითხვაზე, რატომ უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ გახარიამ „გავრილოვის ღამეზე“ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ჯაფარიძე იხსნებს იმასაც, რომ 20 ივნისის ღამით ტყვია, შუბლში, მის მეგობარსაც მოხვდა.

იმ ღამით მე აქ, პარლამენტის წინ, მეგობართან ერთად ვიყავი, როცა შუაღამისას შენობიდან „ზალპით“ გვესროდნენ. არ ჭრის არცერთი არგუმენტი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს მოჰყავთ, რომ ეს არ ყოფილა დამიზნებით სროლა, რომ ისინი ადამიანებს უბრალოდ მსუბუქად ეპყრობოდნენ და ა.შ. ეს იყო ადამიანების მიზანმიმართული დასახიჩრება და ამას ვხედავდი ჩემი თვალით

ჯაფარიძე ამბობს იმასაც, რომ მას არ აქვს ილუზია, რომ გახარიას გადადგომით ქვეყანაში რამე შეიცვლება, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ფიქრობს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა, აუცილებელია.

„მე არ ვიკვებები ილუზიებით, რომ გახარიას გადადგომით ქვეყანაში რაღაც ფუნდამენტურად შეიცვლება და „გახარია ორი“ არ მოვა, რომ სისტემა დაიშლება და ისეთი არაადამიანური აღარ იქნება, როგორიც არის. არ მჯერა ამ ყველაფრის, მაგრამ პრინციპის ამბავია, რომ გახარიამ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს და გადადგეს“

კომენტარები