სიახლეები

46 Views
პოლიტიკა

ოქრუაშვილი 2016 წელს მასზე თავდასხმაში კალაძეს ადანაშაულებს

ინგა გრიგოლიას "რეაქციაში", ირაკლი ოქრუაშვილმა მასზე, 2016 წელს განხორციელებულ, თავდასხმაზე ისაუბრა. მისი თქმით ამის უკან "ქართული ოცნება" დგას და სროლა სწორედ იმ დოკუმენტს უკავშირდება, რომლის საფუძველზეც ის რუსთავი 2-ის წილებზე პრეტენზიას აცხადებს:

2016 წელს, როდესაც მომთხოვეს ამ დოკუმენტის მიხედვით უარი მეთქვა პრეტენზიებზე, თქვენ გგონიათ ვიღაც ხამსამ მესროლა? ღარიბაშვილს შევუთვალე, შენ იდექი ამის უკან მეთქი და 15 წუთში დაფქვა მე არ ვიყავი კახა კალაძე იყოო. ამ დოკუმენტის მიცემაზე რომ უარი ვუთხარი, ამის მერე მესროლეს. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ დოკუმენტი არის ნამდვილი. გგონიათ, ეს დოკუმენტი რვა თვე სამხარაულში რომ დევს ექსპერტიზაზე, ივანიშვილს გარკვეული არ აქვს ნამდვილია თუ არა?

- განაცხადა ტვ პირველზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა

 

კომენტარები