სიახლეები

219 Views
პოლიტიკა

ზურა ჯაფარიძის შთაბეჭდილებები ბიზნესმენებთან შეხვედრაზე

შთაბეჭდილება მაქვს, რომ ბიზნესმენები გვხვდებიან და ადამიანურ ურთიერთობებს ამყარებენ ჩვენთან იმიტომ, რომ დაცვის მექანიზმი იყოს და მერე მათზე ცუდი არ ვთქვათ

- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა.

მისი განცხადებით, მან უკვე არაერთ ბიზნესმენთან სცადა შეხვედრა და მათთვის გირჩის იდეებისა და პროექტების გაცნობა, თუმცა საუბარზე მათი უდიდესი ნაწილი არ დათანხმდა.

ვინც გვხვდება, თვითონ შეხვედრა ცუდი არაა, პოზიტიურია. რაღაცები აინტერესებთ და ვლაპარაკობთ, რაღაცებს მპირდებიან კიდეც, მაგრამ მაგის მერე არაფერი ხდება. არცერთთან მქონია შეხვედრა რომ ნეგატიური განწყობით წამოვსულიყავი. მათ შორის ორჯერ იყო შეხვედრა როცა კონკრეტული დაპირებასავით იყო მათი მხრიდან, თუმცა, მას შემდეგ არაფერი კონკრეტული

შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძემ ბიზნესმენებთან შეხვედრები დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო. მან ერთხელ უკვე გამოაქვეყნა იმ ბიზნესმენების სია, რომლებმაც მასთან შეხვედრაზე უარი თქვეს:

  1. ნუცა აბრამიშვილი - „შუხმან ვაინის“ გენერალური დირექტორი - განაცხადა , რომ პოლიტიკასა და პარტიების დაფინანსებაში არ ერევა;
     
  2. გოგი თოფაძე - „ყაზბეგის“ დამფუძნებელი - ამბობს, რომ ორი წელია პოლიტიკაში აღარ არის და პოლიტიკურ პროცესებში აღარ ერევა;
     
  3. კახა ოქრიაშვილი - „პეესპეს“ დამფუძნებელი - ადრეც ვილაპარაკეთ ამ თემაზე და იგივე პოზიცია მაქვსო, უარი თქვა;
     
  4. დავით გიორგობიანი - „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დამფუძნებელი - აცხადებს, რომ ადრე ძალადობრივი გზებით აფინანსებინებდნენ პარტიებს და ახლა აღარ უნდა იგივეს გაკეთება;
     
  5. ირაკლი გურჩიანი - „ტოიოტა ცენტრი კავკასიის“ გენერალური დირექტორი - განაცხადა, რომ დიდი სესხი აქვს და უჭირს. იხსენებს იმასაც, რომ წლების წინ პოლიტიკაში ფულს ძალით ახდევინებდნენ;
კომენტარები