სიახლეები

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თიბისი ბანკის საქმეზე ბრალი წარედგინათ

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ისინი პროკურატურაში ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს დაიბარეს.

ასევე ცნობილია , რომ პროკურატურა, ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მიმართავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს ის.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

- განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
კომენტარები