სიახლეები

სოფო ასათიანი: სტრასბურგის სასამართლო რიგ საკითხებზე მსჯელობაში საერთოდ არ შესულა

ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი, იურისტი სოფო ასათიანი, რუსთავი 2-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ასათიანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა - წერს, რომ სტრასბურგის სასამართლო რიგ საკითხებზე მსჯელობაში საერთოდ არ შესულა. მის ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსთავი 2-ის დავის მხარეები იყვნენ: თავად კომპანია რუსთავი 2, ძმები ყარამანაშვილები და „ტვ საქართველო.“ 


📍რუსთავი 2 - როგორც პირველი განმცხადებელი, ასაჩივრებდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის გამოყენებას, როგორც ზომას, რომელიც რეალურად მიზნად ისახავდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას. 

📍დანარჩენი განმცხადებლები დაობდნენ, სამართლიანი სასამართლოს და ქონებრივი უფლებების თაობაზე. 


რა ქნა სასამართლომ? 

1. დაადგინა, რომ რუსთავი 2-ის დავა მიემართებოდა მხოლოდ ყადაღის ნაწილს. ამ ნაწილში დარღვეული იყო გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადა. ჩათვალა, რომ რუსთავი 2-ის ყადაღის ნაწილზე საბოლოო გადაწყვეტილება დადგა 2015 წლის 20 ნოემბერს და ექვსთვიან ვადაში უნდა მიემართა სტრასბურგისთვის განმცხადებელს, რაც არ იქნა დაცული. ამიტომ, დაუშვებლად ცნო კომპანიის დავა. 

2. რუსთავი 2 არ ჩათვალა ქონებრივი დავის სუბიექტად - თქვა, რომ ის იყო დავის ობიექტი და ცალკე მდგომად ვერ აფასებდა მის უფლებებს-არ იმსჯელა გამოხატვის თავისუფლებაზე;

3. ყარამანაშვილებთან და ტვ საქართველოსთან კავშირში- მოუწია შეეფასებინა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და აქაც თქვა , რომ სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანცია და ვერ იმსჯელებს, რამდენად სწორი იყო უზენაესი სასამართლო ფაქტებისა და სამართლის ინტერპრეტაციაში;


📍ამ დავაში მთავარი იყო, რუსთავი 2-ის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება და იმის დადგენა, მთელი ეს პროცესი, რეალურ მიზანს ემსახურებოდა თუ პოლიტიკური შურისძიების მიზანს და შესაბამისად არღვევდა მე-18 და მე-10 მუხლის მოთხოვნებს. სასამართლო ამ მსჯელობაში საერთოდ არ შესულა.

ამიტომ, უნდა გვქონდეს უფრო ძლიერი მექანიზმები და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ვინმეს მადლად ნასროლ განმარტებებზე.

კომენტარები