სიახლეები

94 Views
პოლიტიკა

მეგრელიშვილი: ივანიშვილი რეალობას სხვანაირად აღიქვამს

მეგონა, ივანიშვილი რამე ადეკვატურს მოიფიქრებდა და ისეთ რაღაცას გააკეთებდა, რაც მას და „ქართულ ოცნებას“ ცოტათი მაინც ჩამოაცლიდა პასუხისმგებლობას

- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

მისი განცხადებით, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, ერთწლიანი ვადა მოითხოვა იმისთვის, რომ ყველაფერი დაელაგებინა, თუმცა, ამის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის 20 ივნისის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებას ცდილობს.

იქნებ ვიღაც ერთი ადამიანი მაინც დარჩენილიყო ისეთი, ვინც ამ სიტუაციას განსხვავებულ მიმართულებას მისცემდა. ახლა კალაპოტი კი არ შეიცვალა, იგივე მიმართულება დარჩა და ჩაბეტონდა - ივანიშვილიც „ქართული ოცნებაც“ ერთიდაიგივე ხედვის და მორალის ხალხია. როგორც ეს მთავარი კაცი ვერ ხედავს რეალობას, ხო წარმოგიდგენიათ, როგორ ვერ ხედვს რეალობას მის ქვეშ მყოფი ხალხი

დღესვე, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს „გირჩის“ კიდევ ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გუშინდელი გამოსვლა ივანიშვილის ყველაზე სუსტი გამოსვლა იყო.

ყველაზე მეტად წააგო ივანიშვილმა ამ გამოსვლით. მან ბოლომდე შეიზილა 20 ივნისის მოვლენები, რაც აქამდე არ ჰქონდა შეზელილი. ეძინა კაცს და მომხდარს, პირადად მას, არავინ აბრალებდა. ივანიშვილმა თქვა რომ ვინც გახარიას გადადგომას ითხოვს, მოღალატეაო და თვითონ რომ გადააყენებს, თვითონაც მოღალატე იქნება ანუ?..

 

კომენტარები