სიახლეები

130 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: მელიას დაჭერა სასამართლოს გადასაწყვეტი არ არის

ერთადერთი რაშიც არასწორად იქცევა მელია არის ის რომ მურუსიძის სასამართლოს გადაწყვეტილებას ემორჩილება და სახლიდან არ გამოდის

- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით" ისაუბრა. მისი განცხადებით, დღევანდელი სასამართლო ის სასამართლო არაა, რომლის გადაწყვეტილებასაც პოლიტიკოსმა პატივი უნდა სცეს და აღასრულოს.

მე არ დავემორჩილებოდი. ციხეში ჩასმა თუ უნდათ, ჩამსვან. ჩემი აზრით, სახლში სამაჯურით ჯდომა, არასწორია. თუ დაჭერა უნდათ, დაიჭირონ

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი 93 ხმით ნულის წინააღმდეგ მას შემდეგ მოუხსნეს, რაც პროკურატურას 20 ივნისის ღამით მომხდართან დაკავშირებით, მელიას წინააღმდეგ ბრალის წაყენება უნდოდა.

კომენტარები