სიახლეები

540 Views
პოლიტიკა

ხაბურძანია: გახარიასთან ერთად, მთელი მთავრობა უნდა გადადგეს

ძალოვანი მინისტრი არც ქვეყნის რკინის კაცი და ხერხემალი და არც კრიზის-მენეჯერი არ უნდა იყოს

- ამის შესახებ „გირჩის“ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა.

შეკითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა გიორგი გახარიამ, ხაბურძანიამ გვიპასუხა, რომ პოსტი არამარტო გახარიამ, არამედ მთელმა მთავრობამ უნდა დატოვოს. მისივე თქმით, საპარალამენტო რესპუბლკებში, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი სწორედ ესაა.

ხაბურძანიამ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა დაანონსებულ აქციაზე უსაფრთხოების ზომები არ უზრუნველყო.

მე რომ მოქმედი ხელისუფლების ადგილას ვყოფილიყავი, როგორც კი საღამოს შვიდ საათზე აქცია დაანონსდა, პარლამენტის წინ, მთელ ტერიტორიაზე მეტალოდეტექტორებს დავაყენებდი, შევამოწმებდი აქციაზე მიმსვლელ თითოეულ ადამიანა და ისე შევუშვებდი მიტინგზე. მასობრივად სადაცაა ამდენი ხალხი, იქ ტერორიზმის და პროვოკაციის საფრთხეც მეტია და ამ გზით ხალხს დაცულობის შეგრძნებას მივცემდი. ვინც თავს დაცულად გრძნობს, პროვოკაციებსაც არ ყვება

ხაბურძანია ვარაუდობს, რომ გახარია თანამდებობას სექტემბერში დატოვებს. ამბობს, რომ ზაფხული მკვდარი სეზონია და ამ პერიოდში, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არავინ მიიღებს. მისივე თქმით, ქართული საზოგადოება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ცხოვრებას უნდა მიეჩვიოს და ძალოვანი მინისტრი ქვეყნის მთავარ ფიგურად არ უნდა აქციოს.

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები