სიახლეები

20 ივნისის ღამით უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით ერთი პოლიციელი დააკავეს

20 ივნისის ღამით, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს.

როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულმა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და რუსთაველის გამზირზე, დარბევის დროს, ადამინსტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე ფიზიკურად იძალადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვენპუქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

ბრალდების მხარე სასამართლოზე დაკავებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვს.

კომენტარები