სიახლეები

29 Views

კანონპროექტი პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032)

  1. 115-ე მუხლის მე-3 ნაწილი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 200-ზე მეტი. ‘’

  1. 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს   პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობის სამმაგ ოდენობას.

  1. 158-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,2. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია არა უნდა აღემატებოდეს 100 კანდიდატს.“

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                 სალომე ზურაბიშვილი

 

 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

დღეს მოქმედი საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია, როგორც ადგილობრივ ისე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ წარსადგენი კანდიდატთა სიების მინიმალური რაოდენობა, კანონპროექტი მიზნად ისახავს ამ ბარიერის მოხსნას პოლიტიკური პარტიებისათვის, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ თავიანთი შესაძლებლობის ზღვარზე შექმნან სიები და კონკრეტული რაოდენობის დაწესებით, პოლიტიკურ პარტიებს ხელოვნური ბარიერი მოხსნილ იქნას. არჩევნებში მონაწილეობა თავისთავად უამრავ სხვა ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებასთან არის დაკავშირებული, რომლის გამო პოლიტიკურ პარტიები იძულებულები არიან  წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსის გამოყონ, აღნიშნული პრობლემა ყველაზე მეტად ეხება ისეთ პარტიებს, რომლებსაც ფინანსურ რესურსთან ერთად ადამიანური რესურსების ნაკლებობა აქვთ.

კონკრეტული რაოდენობა კანდიდატის შეგროვება, თუ პარტიას ამის რესურსი არ აქვს არის დამატებითი დაბრკოლება, ადგილობრივ არჩევნებში ასეთი შეზღუდვის არსებობის გამო პარტიამ შესაძლოა ვერ წარადგინოს რომელიმე ქალაქში თავისი პარტია, რადგან ამ ქალაქის საკრებულოს შესაქმნელად საჭირო არის X რაოდენობა ადამიანი, პარტიას თუ არ აქვს რესურსი X რაოდენობა კანდიდატის სიის შექმნის, ამის გამო პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.  

მოცემული ინიციატივის მიღების შემთხვევაში პარტიებს საშუალება ექნებათ თავიანთი რესურსი სრულად გამოიყენონ იმ სუბიექტთა რაოდენობაზე, რომელთა გაყვანის შესაძლებლობა აქვთ არჩევნების გზით.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

დღეს არსებული კანონით დადგენილი არის პარტიის მიერ წარსადგენი საპარლამენტო სიის მინიმალური რაოდენობა და თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის მიერ წარსადგენი საკრებულოს წევრობის კანდიდატების მინიმალური რაოდენობა, როგორც რეგიონში სევე თბილისში, კანონის მიღების გარეშე შეუძლებელი წარდგენილი ცვლილების გატარება.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღების შედეგად,  პარტიებს საშუალება ექნებათ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე დაარეგისტრირონ პარტიული სია იმ რაოდენობის ადამიანებით რა რაოდენობაც კონკრეტული პარტიისთვის იქნება მისაღები მინიმალური ზღვარის გარეშე.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

ასეთი არ არსებობ

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი

 

კომენტარები