სიახლეები

579 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: არ ვიცით, ხაზარაძეს ქვეყნის გადარჩენა უნდა თუ დეპუტატის იმუნიტეტი

ხაზარაძეს თუ ქვეყნის მოგება უნდა, ამის შანსი ექნება - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისუბრა.

ხვიჩია ხაზარაძის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სექტემბერში ის საზოგადოებრივ მოძრაობას შექმნის და პოლიტიკაში წავა. მისი განცხადებით, ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი, ხაზარაძეს ქვეყნის მოგება უნდა თუ დეპუტატის იმუნიტეტი.

„გირჩის“ ლიდერი ფიქრობს, რომ ხაზარაძე პარლამენტში, თუნდაც თავისი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, არაერთი დეპუტატის შეყვანას შეძლებს. მისი აზრით, ამ სიაში დღეს მოქმედი ბიზნესმენებიც იქნებიან. თუმცა, ხვიჩია ინტერესდება, დარჩებიან ისინი ბიზნესმენებად თუ გახდებიან პოლიტიკოსები.

თუ ბიზნესმა გადაწყვიტა რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება პარლამენტში შესვლის გარეშე სახიფათოა, მაშინ ისინი შევლენ პარლამენტში და იქნებიან პარლამენტის წევრები. ხაზარაძისგან მეტს ველოდებით, ამიტომ, მოდით ნუ ვიჩქარებთ, ფრთხილი ოპტიმიზმით შევხედოთ ამ საკითხს. თუ საარჩევნო კამპანია დაიწყეს როგორც ბიზნესმენებმა, მაშინ განწირული იქნება მათი პოლიტიკოსობა

კომენტარები