სიახლეები

139 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ დაიწიოს არჩევნებში კენჭისყრის ასაკობრივი ზღვარი

ზურაბ ჯაფარიძე არჩევნებში ასაკობრივი ზღვარის დაწევას, კიდევ ერთხელ, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება. ჯაფარიძის თქმით ეს ზღვარი, საბჭოთა ქართველების მიერ ახალი თაობისთვის დაწესებული ხელოვნური ბარიერია და აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო

პარალელურად განიხილება უამრავი სხვა საკითხი რომლებიც დაკავშირებულია ზოგადად საარჩევნო სისტემასთან და საარჩევნო გარემოსთან

პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ დაიწიოს არჩევნებში კენჭისყრის ასაკობრივი ზღვარი (passive suffrage), რაც დღეს 25 წელია პარლამენტისთვის

ეს არის საბჭოთა ქართველების მიერ ახალი თაობისთვის დაწესებული ხელოვნური ბარიერი, რომელიც კვებავს ქართული პოლიტიკური ჭაობის სიცოცხლისუნარიანობას

ასაკობრივი ზღვრის დაწევა:

1. გააღვივებს ინტერესს პოლიტიკისადმი უფრო მეტ ახალგაზრდაში

2. ხელს შეუწყობს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდების ჩართვას პოლიტიკაში

3. დააჩქარებს არსებული პოლიტიკური კლასის ჩანაცვლების პროცესს

4. შედეგად ქართულ პოლიტიკას გახდის უფრო გულწრფელს, უფრო წესიერს, უფრო გამჭვირვალეს, უფრო კრეატიულს, უფრო აზრიანს, უფრო შინაარსიანს, ბევრად ნაკლებად კორუმპირებულს, ბევრად ნაკლებად ‘საბჭოთას’

ამის დაშვება არ უნდა მხოლოდ იმას ვისაც აწყობს არსებული წუმპის შენარჩუნება რაც შეიძლება დიდხანს - ანუ ამ ქვეყნის მტერს

პ.ს. ასაკობრივი ზღვარი საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრისთვის:

ავსტრალია - 18
ავსტრია - 18
ბელგია - 18
კანადა - 18
დანია - 18
საფრანგეთი (ქვედა პალატა) - 18
გერმანია - 18
ჰოლანდია - 18
ახალი ზელანდია - 18
ნორვეგია - 18
პორტუგალია - 18
ესპანეთი - 18
შვედეთი - 18
შვეიცარია - 18
გაერთიანებული სამეფო - 18

 

კომენტარები