სიახლეები

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები სტვენით ხვდებიან ვასაძის გამოსვლას

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები გიგა მაქარაშვილი და მიშა მშვილდაძე, პარლამენტთან იმყოფებიან, მმკ-სა და ლევან ვასაძის აქციაზე. 

სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენდნენ პარლამენტთან. როგორც გიგა მაქარაშვილი ამბობს, როდესაც ვასაძის მხარდამჭერები იწყებენ სიტყვით გამოსვლას, ანტისაოკუპაციო აქციის წარმონადგებლები სასტვენით აჩერებენ მათ.

რამდენიმე წუთის წინ აქციას თავად ლევან ვასაძეც შეუერთდა.

ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები თბილისში პარლამენტის შენობასთან იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც ორ კვირაზე მეტია ანტისაოკუპაციო აქცია იმართება. ამ აქციის მოთხოვნაა გიორგი გახარიას გადადგომა.

კომენტარები