სიახლეები

205 Views
პოლიტიკა

ლევან ბერძენიშვილი: 20 ივნისს გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა

საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი დღე არც ერთი წამი, როდესაც მისი შვილები არ იბრძოდნენ მისი თავისუფლებისთვის. 

ლევან ბერძენიშვილმა,პარლამენტთან, საპროტესტო აქციებზე მდგომი ახალგაზრდებისთვის, ვიდეო-მიმართვა გაავრცელა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ 20 ივნისს კიდევ ერთხელ გაირკვა, რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა და იმას, რაც რუსთაველის გამზირზე მოხდა, მთავრობას არავინ აპატიებს.

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა, ერთი უპირველეს ყოვლისა, არის 9 აპრილი, როცა ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როცა ქვეყანამ მსოფლიო რუკაზე თავისი ფერი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში - 20 ივნისი, როცა გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისთვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთაც უყვართ იგი, რომლებიც დაიცავენ მის ღირსებას.
 

ბერძენიშვილის განცხადებით საქართველო არც ივანიშვილისაა და არც გახარიასი, ის იმ თავისუფალი ადამიანებისაა, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ და არავის აპატიებენ ამ დანაშაულს. 

თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, დაბადებული თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც ბოროტებას ეუბნება - არას, მონობას ეუბნება - არას. ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა, ეს არ არის გახარიას ქვეყანა, ეს არც სამარცხვინო პარლამენტარებისა და უწიგნური მინისტრების ქვეყანაა. ეს თქვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს რუსთაველის ქვეყანაა, ეს ბარათაშვილის ქვეყანაა.
 

რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი ვიდეო-მიმართვაში აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები არ უნდა დანებდნენ და ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული პროტესტი.

კომენტარები