სიახლეები

314 Views
განათლება

ჯაფარიძე: გიორგაძემ სათანადოდ ვერ იყიდა ხელოვანი ხალხი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა. 

თემას გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა. როგორც ჯაფარიძე წერს, გიორგაძე ხელისუფლებისთვის არაეფექტური მინისტრი გამოდგა, რაკი ხელოვანების დიდი ნაწილი ანტისამთავრობო აქციაზე მღეროდა.

კულტურის მინისტრმა’ (ისე მოადგილეა კულტურის ‘დარგში’) სათანადოდ ვერ იყიდა ხელოვანი ხალხი და მათ ... ხელისუფლების საწინააღდეგო აქციაზე იმღერეს

ფაქტობრივად გაფლანგა ბიუჯეტი - სისტემის გადმოსახედიდან

და გაუშვეს. ეგრევე.

იგივე ხდება სპორტში, ეკონომიკაში, სოფელში, განათლებაში, ჯანდაცვაში, თავდაცვაში, პროკურატურაში, სასამართლოში ...

მილიციაში რაც ხდება, 20-შიც ვნახეთ

ჩვენთვის წართმეული ფულით (გადასახადებით, მოსაკრებლებით, ჯარიმებით ...) სისტემა იცავს თავს და ყოველ ჯერზე ახერხებს რეგენერირებას

 ზურა ჯაფარიძეს მხატვრულ ფილმ "მატრიცადან" მოჰყავს ციტატა, თუ როგორი დამოკიდებულები არიან ადამიანები იმ სისტემაზე, რომლის ნაწილიც არიან. 

კომენტარები