სიახლეები

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკაზე პრეტენზიას ზურა ჯაფარიძეც აცხადებს

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქეთათო პოპიაშვილის სტატუსს, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის საავტორო უფლების დაცვის გარეშე გამოყენებასთან დაკავშირებით. ქეთათო პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე "მეფეს" მუსიკის გაჟღერებაზე მიანიშნებს - 

როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო,რაღათქმაუნდა თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო.

 წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ქეთათო.

მუსიკოსი ამ განცხადების გამო მკაცრად გააკრიტიკეს, FB მომხმარებლები ერთხმად წერენ, რომ "მეფის" შემოქმედება თითოეული ადამიანის საკუთრებაა, ვისთვისაც ძვირფასია ეს მუსიკა.

თემას "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძეც გამოეხმაურა. როგორც ჯაფარიძე წერს, "ინტელექტუალური საკუთრების' ფორმა რომელიც სახელმწიფოს/პოლიციის ძალით იცავს ასოების, ნოტების და ა.შ. კომბინაციებს, სინამდვილეში წინააღმდეგობაში მოდის საკუთრების რეალურ უფლებასთან და არის მავნებლობა.

საკუთრების უფლება არსებობს მხოლოდ შეზღუდულ რესურსზე

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ აგურზე, მაგრამ არა აგურის დიზაინზე ან აგურებისგან შექმნილ დიზაინზე

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრების უფლება კონკრეტულ წიგნზე, მაგრამ არა წიგნში არსებულ ასოებისა და/ან სიტყვების კომბინაციაზე

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ ნოტების ფურცელზე, მაგრამ არა იმ ფურცელზე არსებულ ნოტების კომბინაციაზე

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ მოლეკულებზე, მაგრამ არა მოლეკულების კონკრეტულ კომბინაციაზე

ე.წ. 'ინტელექტუალური საკუთრების' ფორმა რომელიც სახელმწიფოს/პოლიციის ძალით იცავს ასოების, ნოტების და ა.შ. კომბინაციებს, სინამდვილეში წინააღმდეგობაში მოდის საკუთრების რეალურ უფლებასთან და არის მავნებლობა

ჩარკვიანის მუსიკა ჩემიცაა, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია

და ენითაუწერლად მკიდია რას ფიქრობს ამ საკითხზე საქპატენტი ან საავტორო უფლებების რაღაც ფედერაცია თუ კონსორციუმი

 

კომენტარები