სიახლეები

705 Views
ეკონომიკა

სიგარეტის შემდეგ, თუთუნიც ძვირდება

რა მასშტაბის პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში და რეებზე ფიქრობენ. რა დროს თუთუნის გაძვირებაა

- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა.

მისი განცხადებით, დღეს მთავრობის და ყველა პოლიტიკოსის ერთადერთი მიზანი 2020 წლის პროპორციულ არჩევნებამდე მისვლა უნდა იყოს. ჯაფარიძემ „გირჩის“ მიერ წარმოდგენილი, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც გაიხსენა და განაცხადა, რომ როგორც ამ გეგმაშია აღნიშნული, გამოსავალი ყველაფრის დაკონსერვება და გაჩერებაა.

ვარდების რევოლუციის წინ შევარდნაძე რომ გამოდიოდა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე ლაპარაკობდა, რაღაც მსგავსი სასაცილო სისულელეა. რა დროს ეგეთი რაღაცებია, როცა პოლიტიკური კრიზისი გვაქვს და ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზეც

შეგახსენებთ, რომ მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით, „ქართული ოცნება“ თუთუნის გაძვირებას და მის თამბაქოს სხვა ნაწარმის მსგავსად დაბეგვრას აპირებს - ამის შესახებ საუბარია იმ კანონპროექტში, რომელიც ხუთმა დეპუტატმა - ირაკლი ბერაიამ, დავით სონღულაშვილმა, სულხან მახათაძემ, ირაკლი მეზურნიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში უკვე წარადგინეს.  

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუთუნზე, სამედიცინო გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესი გავრცელდება. ასევე, იმოქმედებს ის საგადასახადო რეჟიმი, რაც თამბაქოსა და ნიკოტინზე უკვე ვრცელდება.

კანონპროექტის ავტორი დეპუტატები ფიქრობენ, რომ ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ბიუჯეტის შემოსავლები, საწყის ეტაპზე, 30-40 მილიონი ლარით გაიზრდება.

კომენტარები