სიახლეები

570 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: გახარია წავა, მალე წავა

ამ აქციებმა შედეგი დადო - ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მესამე, გახარიას გადადგომაც, თითქმის შესრულებულია

- ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ყოველდღიურ გადაცემაში, "გირჩის აზრით" ისაუბრა.

ჯაფარიძე განმარტავს, რომ 2020 წელს არჩევნების პროპორციული უბარიერო სისტემით ჩატარება ისეთი შედეგია, რომელსაც არავინ ელოდა. ასევე, შესრულებულია მეორე მოთხოვნაც და ციხიდან 20 ივნისს დაკავებული ყველა ადამიანი გამოშვებულია. შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით კი "გირჩის" ლიდერი ამბობს, რომ ის თანამდებობას აუცილებლად დატოვებს.

რაღაც თვალსაზრისით, რევოლუცია ხდება ქვეყანაში და ამ აქციებმა უკვე ამხელა შედეგი მოიტანა. გახარია შს მინისტრი ვეღარ იქნება, უბრალოდ ეს არის ხელისუფლების გაჯიუტება, ისე არ გადადგეს, რომ ამ აქციების დამსახურებად ჩაითვალოს. მისი ნებისმიერი გამოჩენა, იქნება შეხსენება იმისი რომ ბავშვებს თვალები დათხარა. შეუძლებელია ასეთი მინისტრი გყავდეს

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის შენობაში, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი მივიდა და საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, თავმჯდომარის სავარძელიც დაიკავა. 

კომენტარები