სიახლეები

337 Views

მეგრელიშვილი: მადლობა უნდა გადავუხადოთ ნებისმიერს, ვინც ჩვენი თავისუფლება დააფინანსა

"თავისუფალ ბაზარში" ვახო მეგრელიშვილმა და იაგო ხვიჩიამ, "გირჩის" დაარსების ისტორიაზე ისაუბრეს. ცოტა ხნის წინ, იაგო ხვიჩიას ბლოგი გავრცელდა, რომელშიც ის თავისი თვალით დანახულ "გირჩის" ამბავს ჰყვება.

ხშირად დიდ ინტერესს იწვევს პარტიის დაფინანსების გზები მისი დაფუძნებისას და შემდეგ, რაზეც მხარდამჭერები სვამენ შეკითხვებს - ვახო მეგრელიშვილის თქმით, ბევრი რამ მათთვისაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იდგა თავიდან ამის უკან, ფინანსების თვალსაზრისით, თუკი მათი თავისუფლება ფინანსდებოდა და საუბრობდნენ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე საჯაროდ.

მადლობა გვაქვს გადასახდელი ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა რომ დაგვეწყო ეს საქმე, რომელიც კაცმა არ იცის რაში გადაიზრდება მომავალში კიდევ.. ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, ეს შემთხვევითობები რომ არ ყოფილიყო,ეს ინტერესები რომ არ ყოფილიყო, შეიძლება გირჩი არ შექმნილიყო საერთოდ.

მეგრელიშვილის თქმით, ერთია, რა იყო დასაწყისში იმ ადამიანების მოტივები და რა ჰქონდათ დასახული მიზნად, მაგრამ მეორეა - რა გაკეთდა და რა შეძლო "გირჩმა."

ჩვენს მხარდამჭერებს, რომელთაც კითხვები აქვთ ამ თემაზე -  მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს, მთავარი არის რომ შენ იყო თავისუფალი. ჩემი თავისუფლება იყო დაფინანსებული მაგ პერიოდში, დაფინანსებული იყო, რომ ის იდეები, რომელი იდეებიც გვინდოდა საჯარო სივრცეში გაგვეფრქვია, ეს გავაკეთეთ. ამისთვის მადლობა მინდა რომ გადავიხადო ნებისმიერი დამფინანსებლის, ამ პროცესში შუამავლის თუ თანამდგომის მიმართ, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც ეს გირჩს გაუკეთა.

განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა, "თავისუფალ ბაზარში".

იაგოს ბლოგის I ნაწილი იხილეთ ლინკზე.

კომენტარები