სიახლეები

306 Views
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი: ივანიშვილმა პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაიწყო

- ამის შესახებ "გირჩის" საინფორმაციო სააგენტოს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა. 

ის ამბობს, რომ გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ, საზოგადოება იმ ადამიანების დასჯას ელოდა, რომლებმაც აქციის მონაწილეები დაარბიეს. მთავარ დამნაშავედ, ხაბეიშვილი, შს მინისტრ გიორგი გახარიასაც მოიაზრებს. მისივე თქმით, შს მინისტრის პოსტიდან გადაყენების ნაცვლად, ივანიშვილმა პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას დევნა დაიწყო.  

მელიას, ფაქტობრივად, გავრილოვის სიის წევრებმა, იმ ხალხმა, რომელმაც თავის დროზე გავრილოვის ჩამოსვლა არ გააპროტესტეს და მიიყვანეს პარლამენტში, ვგულისხმობ ქართული ოცნების უმრავლესობის დეპუტატებს, მისი კოლეგის დაკავებას ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო, რა თქმა უნდა, ივანიშვილის მეცადინეობით.

რაც შეეხება დღეს, სააპელაციო სასამართლოში მომხდარ ფაქტს, ხაბეიშვილი მასკარადის ნაწილს უწოდებს. 

დღევანდელი დღე იყო მასკარადის, ცირკის ნაწილის კიდევ ერთი დადასტურებაა, როცა პარლამენტარს, ოპოზიციონერ ლიდერს შინაპატიმრობას უსჯიან ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, სამ ფურცელზე დადღაბნილი რაღაცა ბრალდების გამო.
 

                                                             -აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი

ლევან ხაბეიშვილის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არასდროს, არცერთ ხელისუფლებას მსგავსი იდიოტობა აზრადაც  არ მოსვლია, რომ პოლიტიკოსისთვის აეკრძალათ პოლიტიკური საქმიანობა.

მელიას ფაქტობრივად შინაპატიმრობა მიუსაჯეს, უთხრეს, რომ სახლიდან არ გამოხვიდე, საჯარო განცხადებები არ გააკეთო, საპარლამენტო მანდატი კი გაქვს, მაგრამ არ  განახორციელო ის, რაც კონსტიტუციით გაქვს გარანტირებულიო, უბრალოდ ენას ვერ ამოგაჭრით იმიტომ, რომ ეს არცერთ სამართალში არ წერია და ამას უბრალოდ ვერ "გავაპრავებთ" არ გამოგვივაო, დანარჩენი, იყავი სახლში და პოლიტიკურ საქმიანობას მოეშვიო.

ხაბეიშვილის აზრით, მსგავსი რამ რუსეთშიც კი, გაუგონარი ამბავი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის რუსეთში არაფერი უკვირს.

მხოლოდ საბჭოთა კავშირისთვის, კომუნისტებისთვის არის დამახასიათებელი, რომ აი ასე ადამიანებს აუკრძალო საკუთარი საქმიანობის წარმოება და ლაპარაკიც კი.

ნაც-მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას და ივანიშვილს მართლა პანიკურად ეშინია და ეს ალბათ ერთადერთია, რაშიც მმართველი პარტია ადეკვატური, რომ სწორად ეშინიათ რადგან მათი დასასრულის დასაწყისი რეალურად დაწყებულია.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, წამზომი ჩართულია და ივანიშვილსაც და გახარიასაც ძალიან მალე მოუწევთ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა იმ დანაშაულებებზე, რომელიც ამ ქვეყნის წინაააღმდეგ მიუძღვით, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, 20 ივნისის ღამეს მომხდარ მოვლენებზე.

მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის ბრძანება იყო ეს ყველაფერი, რათა გავრილოვის, კარასინისთვის და პუტინისთვის ბოდიში მოეხადათ იმ აქციის გამო და შემდეგ აი ეს სადამსჯელო ოპერაცია უკვე შეასრულა რუსმა ჟანდარმა გახარიამ.

                                                                                                     - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა 

შეგახსენებთ, რომ ნიკანორ მელიას მმართველი გუნდი და პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

დღეს სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეფარდა, ძალაში დატოვა. მელიას საქალაქო სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაო რამდენიმე დღის წინ შეუფარდა. 

სააპელაციოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება და მას სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ.

კომენტარები