სიახლეები

357 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: გაბლატავებული პოლიცია, საბჭოთა პოლიციაა

შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, „გავრილოვის ღამე“ და ქართული პოლიცია - ეს ის საკითხებია, რომლებზეც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა.  

მისი განცხადებით, გიორგი გახარია თანამდებობიდან წასვლას ორჯერ (ბასიანის აქციებისა და პანკისის მოვლენების შემდეგ) გადაურჩა და მესამედ მას ამის შესაძლებლობა აღარ უნდა მიეცეს.

თუმცა, ხვიჩია ამბობს, რომ გახარიას წასვლა საკმარისი არ არის და პოლიციის რეფორმაა აუცილებელი. მისი თქმით, ამ ქვეყანაში პოლიციის უფროსები არჩევითები უნდა იყვნენ, რადგან ეს ცვლილება, სისტემას, საბჭოთა კავშირიდან გამოიყვანს.

ახლა ერთი ყოვლისშემძლე ადამიანი არსებობს და მას ქვეყანაში ყველაფერი ემორჩილება. ეს ადამიანი აუცილებლად ხდება მონსტრი - ან თვალებს თხრის ადამიანს ან ცემს და პოლიციელებიც ხდებიან მონსტრები. გახარიას ხომ არ უთქვამს თვალებში ესროლეთო, მაგრამ დამიზნებით ესროდნენ ფორმიანი ნაბიჭვრები. რითი განსხვავდებიან ხულიგანი ნაბიჭვრებისგან ვისაგანაც უნდა დაგვიცვან?!

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში საბჭოთა პოლიციაა, ნებისმიერი პირის დავალებას პირდაპირ ასრულებს და არც ხალხის დაბრმავება/დასახიჩრებას ერიდება. ხვიჩია თვლის, რომ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ყველა ფაქტი გამოსაძიებელია.

არ მიმაჩნია რომ ნორმალურმა ადამიანებმა ისეთ პოლიციას პატივი უნდა სცენ, რასაც იმ დღეს ეს ნადირები აკეთებდნენ. ხალხს ეგონა, რომ „ლაგატკებს“ ესროდნენ, არადა, ტყვიებს ესროდნენ ადამიანებს და ამით ერთობოდნენ. კადრებიც ვნახე, ახალგაზრდა ბიჭი ხელით ანიშნებს არ მესროლოთო და თვალებში ესვრიან. გამოსაძიებელია, აბრმავებენ ადამიანს პირდაპირ

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს იმასაც, რომ დღეს ქართული პოლიცია მისახედია. მისივე თქმით, ადამიანის რაობას არა ფორმა, არამედ ის მორალი განსაზღვრავს, რომელსაც თან ატარებს.

უნდა მივხედოთ ქართულ პოლიციას, არ უნდა გავაბლატაოთ - არ შეიძლება გაბლატავებული პოლიცია, ეგ იყო კომუნისტური მორალი. სინამდვილეში არც მუნდირს იმსახურებს და არც იმას რომ ჩემი დამცველი ერქვას. მე არ მჭირდება იმ პოლიციელებისგან დაცვა, ვინც რუსთაველზე სასაკლაოს აწყობდა. ქართულ პოლიციას დღეს საბჭოთა მორალი აქვს და მე ამას პატივს ვერ ვცემ

იაგო ხვიჩიამ შვიდ ნოემბერთან დაკავშირებითაც ისაუბრა -

სულ შვიდ ნოემბერს რომ ვიხსენებთ, მაშინ ამდენი თვალდათხრილი და კომაში მყოფი ადამიანი კი არ იყო. არანაკლები სისასტიკე იყო, უბრალოდ შედეგების თვალსაზრისით ეს უფრო მეტია. თუ შვიდი ნოემბერი არ შევარჩინეთ, ვიდზე არ გვევასებოდნენ მიხელ სააკაშვილი, გივი თარგამაძე და გიგა ბოკერია თუ რაზე იყო საუბარი?

 

კომენტარები