სიახლეები

300 Views
ეკონომიკა

ესტონელი ინვესტორი: მთავრობამ შეამციროს ბიუროკრატია და სახელმწიფო აქტივები კერძო სექტორს გადასცეს

ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აქტივები კერძო სექტორს გადასცეს და გავიდეს ამ სფეროდან

“Tbilisi Hills Golf & Residences”-ის მთავარმა ესტონელმა ინვესტორმა, ოლეგ ოსინოვსკიმ, „კომერსანტთან“, საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა. 
მისი თქმით, ბიზნესგარემოს განვითარების მთავარი გამოსავალი სახელმწიფოს მხრიდან აქტივების კერძო სექტორისთვის გადაცემაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარზე იკარგება ჯანსაღი კონკურენცია და დარგი ნადგურდება, რისი მაგალითიც უკვე არაერთია.

თუ რომელიმე სექტორში ოპერირებს სახელმწიფო, მაგალითად რკინიგზაში, ამ მიმართულებით აუცილებლად შემცირდება  ინვესტიციები. ასეთ დროს ბაზარი ინვესტორებისთვის დახურულია, რადგან როგორც წესი, სახელმწიფოს შეუძლია დემპინგური ფასით შემოსვლა ან კანონის მორგება საკუთარ ინტერესებზე. ამიტომ, თუ ხელისუფლებას მეტი უცხოური ინვესტიცია სჭირდება, ეს უნდა გაითვალისწინოს. აღნიშნულის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულება, დაბალი პროცენტული მაჩვენებელი საბანკო სექტორში, პოლიტიკური სტაბილურობა, კომუნიკაცია ინვესტორთან ...

განმარტავს ინვესტორი.
საქართველოს კიდევ ერთ მოუგვარებელ პრობლემად ოლეგ ოსინოვსკის  ბიუროკრატია მიაჩნია.  ეს გამოწვევა ბევრ ქვეყანაშია, თუმცა მისი მოგვარების გზები დიდი ხანია რაც არსებობს და დიდი ხანია ევროპის ქვეყნებში დანერგილია.

რიგ ქვეყნებში შემუშავებულია კანონი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია ყოველწლიურად საჯარო მოხელეთა რაოდენობა შეამციროს. ყველამ ვიცით, კონკრეტული საქმის გაკეთებისთვის ორგანიზაციაში შეიძლება გაბერილი შტატები იყოს და საბოლოოდ მარტივი გადაწყვეტილების მიღებას თვეები დასჭირდეს. ძალიან აზიანებს ეს ბიზნესის განვითარებას.

ევროპის  მაგალითი შეიძლება საქართველოშიც დაინერგოს, მაგალითად 5 %-იანი შემცირება ყოველ წელს. მსგავსი მიდგომა ბიუროკრატიის ზრდის პროცესს მაინც შეანელებს და გადაწყვეტილებების მიღებაც დროში აღარ გაჭიანურდება." - ამბობს ინტერვიუში ოსინოვსკი.

ოლეგ ოსინოვსკი უკვე 10 წელია რაც საქართველოში საქმიანობს და ინვესტიციას ახორციელებს. Tbilisi Hills Golf & Residences-ის გარდა, იგი ოპერირებს რკინიგზის სფეროში (Skinest Rail) და ამ მიმართულებით რამდენიმე მსხვილი პროექტიც აქვს განხორციელებული.

კომენტარები